ეროვნული ლიგა. მარტის სტატისტიკა: "სამტრედია" პასებით და ბურთის ფლობით პირველია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ვებგვერდზე მარტის თვის მოკლე სტატისტიკურ შეჯამებაში რამდენიმე საინტერესო მონაცემია.

აღმოჩნდა, რომ პირველ სამ ტურში ყველაზე მეტი, 1789 პასი "სამტრედიამ" გააკეთა, რაც საშუალოდ მატჩში 596,3 პასს უტოლდება. ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი, საშუალო პროცენტული მაჩვენებელიც სამტრედიელებს აქვთ - 58,6%.

კარში დარტყმებით კი "ტორპედო" ლიდერობს - 21 დარტყმა კარში, ანუ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები საშუალოდ მატჩი 7-ჯერ ურტყამენ კარის ჩარჩოში.

კარისკენ დარტყმებში კი ბათუმის "დინამო" ლიდერობს. ლევან ხომერიკის ფეხბურთელებს 28 დარტყმა დაუგროვდათ, რაც საშუალოდ თამაშში 9,3
-ს უტოლდება.

ყველაზე მეტი კუთხურიც "ტორპედომ" ჩააწოდა - 22, ანუ საშუალოდ მატჩში - 7,3. იგივე ტორპედოელები ყველაზე ნაკლებად არღვევენ თამაშის წესს - 44, ანუ საშუალოდ - 14,6. შესაბამისად, "ტორპედოს" ფეხბურთელებმა, "ჩიხურასთან" ერთად, ყველაზე ნაკლები ბარათები მიიღეს - 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
7კმ საშუალოდ სადღაც.
0
ვინ რამდენს დარბის (დადის) ესეც დაწერეთ რაა..
ქუთაისელი
13:32 31-03-2017
0

სიახლეები პოპულარული