საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით "დინამო" ბოლოსწინა ადგილს გაერიდა, ამჟამად კი 6 ქულით მეხუთეზე გადაინაცვლა.
"ჩიხურა" კი 7 ქულით კვლავ მეორე ადგილზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ აქამდე "ჩიხურა" ერთადერთი გუნდი იყო ეროვნულ ლიგაში, რომელსაც წაგება არ ჰქონდა.
- ეროვნული ლიგა. IV ტური: ჩემპიონი შინ დამარცხდა!
- ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას"