ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია

AutoSharing Option
ფოტოზე: "შუქურა"-"დილას" ლამის ყველა დაპირისპირება სკანდალური იყო...
დღევანდელი მატჩებით XXIX ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. წინას მსგავსად, ამჯერადაც სამდღიანი ტური გველოდება. უქმეები კი მართლაც საინტერესო იქნება და როგორც წინა 7 ტურის შემთხვევაში, ამჯერადაც თავის შეკავება გვმართებს, ამა თუ იმ წყვილში ვინმეს ფავორიტის სტატუსი რომ მივანიჭოთ...

შუქურა-დილა
ფაქტია, "შუქურას" ნამეტანი გაუგრძელდა მოუგებელი სერია: ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ქობულეთელთა გუნდია, ჯერ რომ არ გაუმარჯვია; არადა, გია გურულის დამოძღვრილმა "შუქურამ" სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი ფრე ით
ამაშა ერთმანეთზე ძლიერ მეტოქეებთან. თუმცა, ამას ზედიზედ 5 (!) წაგება მოჰყვა, თანაც ამ ხუთ მატჩში "შუქურამ" 19 გოლი გაუშვა...

ქობულეთელთა გუნდს, ბევრს სხვა პრობლემასთან ერთად, სერიოზული საკადრო პრობლემებიც აქვს. თუმცა, წამყვანი ფეხბურთელების არყოლამ სეზონის სტარტზე "დილაც" არანაკლებ აზარალა, რასაც გუნდის უამრავი ახალწვეულის ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემაც დაემატა.

ისე, უცნაური წყვილია: "შუქურას" ჯერ მატჩი არ მოუგია, "დილა" კი ეროვნულ ლიგაში ყველაზე "მშვიდობიანი" გუნდია, თანაც, გორელებმა ბოლო სამ ტურში ზედიზედ 3 ფრე ითამაშეს.

რაც შეეხება ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების ხანმოკლე ისტორიას, უპირატესობა "შუქურას" მხარესაა. თანაც, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული, ფაქტობრივად, ყველა დაპირისპირება ან სკანდალური იყო, ან კიდევ - გარკვეული მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდებოდა...

ჩიხურა-კოლხეთი
ამ სეზონის სტარტიდან მოყოლებული კი არა, უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც საქართველოში ყველაზე სტაბილური გუნდის "წოდებას" "ჩიხურას" ვაკუთვნებთ. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, მიმდინარე ეროვნულ ლიგაში საჩხერელებს არასტაბილურობა დასჩემდათ და ამის გამოც არის, მეხუთე ადგილზე რომ იმყოფებიან.

თუმცა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ეროვნულ ლიგაში დასაქმებულ მწვრთნელთა შორის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილი "ჩიხურაც" მალე დაიძვრება სატურნირო ცხრილის მწვერვალისკენ.

საჩხერელთა თავკაცს, წესითა და რიგით, დისკვალიფიცირებული მოთამაშეების უმტკივნეულოდ ჩანაცვლებაც არ უნდა გაუჭირდეს, იმდენად დიდი კონკურენციაა "ჩიხურაში". არადა, ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავაც და ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილიც გუნდის საკვანძო ფეხბურთელები არიან.

სამაგიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "კოლხეთში". ფოთელთა გუნდი გრძელი სათადარიგოთა სკამით ისედაც ვერ დაიკვეხნიდა და რატომღაც ისე აეწყო, რომ "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, არც ერთ მატჩში არ ჰყოლია ოპტიმალური შემადგენლობა.

თუმცა ამ შემთხვევაში, ტრავმებზე მეტად, დისკვალიფიცირებულების სიმრავლე უფროა თვალში საცემი და გამონაკლისი არც VIII ტურია, მით უფრო, რომ "კოლხეთს" არ ეყოლება გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი - 21 წლის უკრაინელმა უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო მისთვის სადებიუტო საქართველოს ჩემპიონატში.

ეროვნული ლიგა. VIII ტური
21 აპრილი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
შუქურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =0 -1, 9:6

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 20:00
ჩიხურა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =0 -3, 9:6
დისკვალიფიკაცია: გორგიაშვილი, კაკუბავა (ორივე - ჩიხურა) - შ. კერძევაძე, კოვტალიუკი (ორივე - კოლხეთი)

22 აპრილი
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
სამტრედია-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
10: +4 =0 -6, 15:16
დისკვალიფიკაცია: ღონღაძე (ლოკომოტივი)

ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
დინამო (ბთ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
51: +14 =9 -28, 56:83
დისკვალიფიკაცია: გიგაური (ტორპედო)

23 აპრილი
თბილისი. "დინამო არენა". 17:30. LIVE "I არხზე"
დინამო (თბ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =1 -0, 9:0

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო ბიჭებო ფენტეზის თამაშობთ?
Beso
17:01 21-04-2017
0
ან წინა სამატჩო განაცხადს არ აკეთებენ გუნდებიი ? ვინ რა შემადგენლობით გადის ?
lasha
15:21 21-04-2017
0

სიახლეები პოპულარული