თუმცა, გიორგი დევდარიანის გუნდი წლეულს ისეთ ფორმაშია, მასთან წინასწარ სამს კი არა, ერთ ქულასაც ვერავინ დაგეგმავს. "ლოკომოტივი" გასულ ტურებში ნათამაშები შემტევი და ხარისხიანი ფეხბურთით ეროვნული ლიგის მშვენებად იქცა. თბილისელებს აქამდე გამართულ 7 შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებიათ. ბოლო სამ შეხვედრაში კი მეტოქეთა
აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ყველა სანახაობრივ და უხვგოლიან დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ მატჩმა მოლოდინი არ გაამართლა. თამაში საკმაოდ "მძიმე" და საცქერად არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. შესაძლოა, ეს გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივმა და სუსხიანმა ამინდმაც განაპირობა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, გუნდები ზედმეტად ფრთხილად თამაშობდნენ, დაცვას მეტ ყურადღებას უთმობდნენ, ვიდრე შეტევებს.
ასეთი სცენარის მიუხედავად, საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. საწყის წუთებში გუნდები შედარებით ენერგიულად გამოიყურებოდნენ. გაცილებით აქტიური იყო "სამტრედია", მასპინძლებმა რამდენჯერმე საჯარიმოს მისადგომებიდან სცადეს რევაზ თევდორაძის კარის აღება, მაგრამ "ლოკომოტივის" კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ერთხელ კი სტუმრები აშკარა გოლისგან ძელმა იხსნა.
თბილისელებს ყველაზე მეტად გიორგი ბერიაშვილის შეჩერება გაუჭირდათ. თუ დავით ჩაგელიშვილის სახიფათო დარტყმას არ ჩავთვლით, სამტრედიელთა მიერ შექმნილ ყველა რეალურ საგოლე სიტუაციაში სწორედ ბერიაშვილს ჰქონდა მთავარი როლი. მასპინძელთა ფორვარდი ოთხჯერ დაემუქრა თევდორაძის კარს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
უქმად არც დევდარიანის შეგირდები ყოფილან. კარში სახიფათოდ ურტყამდნენ ნოდარ ქავთარაძე და გიორგი რეხვიაშვილი... "ლოკომოტივს" კი შემადგენლობაში ჰყავდა ორი ისეთი ფეხბურთელი, გასულ შვიდ ტურში 6-6 გოლი რომ ჰქონდათ გატანილი... თუმცა ამჯერად, მამია გავაშელიშვილი და ირაკლი სიხარულიძე ჩრდილში აღმოჩნდნენ და რეალური საგოლე შანსი არ მისცემიათ...
პირველ ტაიმს კიდევ არა უშავდა, მეორე ნახევარი კი კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა. გუნდები შეტევაზე უარს არ ამბობდნენ, მაგრამ სიმწვავე აკლდათ და იერიშები იოლად "წასაკითხი" იყო.
ისიც აღვნიშნოთ, რომ თითოჯერ გუნდები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ არსენ ნონიკაშვილს წესების დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ დაუფიქსირებია. მატჩის მიწურულს "სამტრედიამ" შტურმისმაგვარი სცადა, მაგრამ სტუმრებმა კარში დარტყმის საშუალება არ მისცეს და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა.
მატჩის სტენოგრამა
2' - საჯარიმოს გარედან გიორგი ბერიაშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.
5' - დავით ჩაგელიშვილი საჯარიმოს მისადგომებიდან ცდილობდა სტუმრების დამწუხრებას, მაგრამ თევდორაძე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
15' - ირაკლი კომახიძის ჩაწოდების შემდეგ ნოდარ ქავთარაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.
21' - ბერიაშვილის უძლიერესი დარტყმის მოგერიება თევდორაძემ ეფექტური "სეივით" მოახერხა.
30' - "ლოკომოტივის" კარს ისევ ბერიაშვილი დაემუქრა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და თევდორაძე უძლური იქნებოდა, რომ არა ძელი.
36' - "ლოკომოტივის" სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.
48' - მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ ბერიაშვილი ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა სიზუსტე დააკლდა.
68' - რეხვიაშვილის საჯარიმო დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია.
ეროვნული ლიგა. VIII ტური
22.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ლოკომოტივი 0:0
სამტრედია (4-4-2): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე - მარკოზაშვილი, დათუნაიშვილი, კასრაძე (72. სამუშია), ჯიქია (66. რაჟამაშვილი) - ჩაგელიშვილი (90+2. ხაბეიშვილი), ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ბურკაძე, სუხომლინოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ლოკომოტივი (4-3-3): თევდორაძე - ქავთარაძე (90. ჩიტეიშვილი), ჭანტურია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი - უბილავა, არდაზაშვილი, კომახიძე - კიკნაძე (85. არველაძე), სიხარულიძე, გავაშელიშვილი (51. დიასამიძე).
სათადარიგოები: ქურდაძე, გაბაძე, თომაშვილი, სამურკასოვი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ქავთარაძე (28), სანდოხაძე (52), დათუნაიშვილი (53), დიასამიძე (73), არველაძე (88)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
ნ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5
მომდევნო ტური
29 აპრილი, შაბათი
ლოკომოტივი-ჩიხურა
საბურთალო-შუქურა
30 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კლუბს საერთოდ თავდასხმა არა ჰყავს.ცეცაძე ახალ ექსპერიმენტს ატარებს, ჩემპიონობის შენარჩუნება თავდამსხმელების გარეშე,არადა ყველა ვინც კლუბში არის, მისი ნებართვითაა მოყვანილი ,სამი ყოვლად უვარგისი თავდამსხმელი
ყავს ტყუილად.