"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა

AutoSharing Option
"მერანთან" პრინციპულ შეხვედრამდე "ზუგდიდს" ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია წარუდგინეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელებმა (ორივე - კლუბში 50 პროცენტს ფლობს) გუნდის წევრებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ლაშა გოგილავას თქმით, ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეთავაზება "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მიიღო. ეს შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ეტაპის დასრულებამდე კლუბში ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, თუმცა, შესაძლოა, ოფიციალური მმართველობის უფლება ივნისის ბოლომდე ან პირველი ეტაპის დასრულებამდე მიიღოს.

ჯანაშია საქართველოში 3 წლის
წინათ დაბრუნდა და თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა აკადემიაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ის "ზუგდიდის" მიერ წლეულს ჩატარებულ ყველა შეხვედრას ესწრებოდა და ფეხბურთელებზე გარკვეული ინფორმაციაც აქვს.

"საგანგაშო პრობლემებია, რადგან "ზუგდიდი" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ბოლო ადგილზეა. ყველაფერი გამოსწორდება, თუ მიდგომებს შევცვლით და პასუხიმგებლობას ერთად ვიგრძნობთ.

ყველაფრის მიუხედავად, "ზუგდიდს" ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. შედეგი ძალზე არასასურველია, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი ათამაშდება და უკეთესი შედეგიც გვექნება", - ამბობს ჯანაშია.

მას ბოლოდროინდელ სკანდალურ ინტერვიუზეც ჰკითხეს, რაზეც "ლოკომოტივის" ყოფილმა ფორვარდმა თქვა, რომ მისი ნათქვამი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური კონტექსტით დაიწერა და რომ ევროპული ღირებულებები და უვიზო მიმოსვლა სწორედაც რომ სპორტული სამყაროსთვისაა მისაღები...

- [სკანდალური ინტერვიუ] ზაზა ჯანაშიას ყირამალები ფეხბურთსა და ისტორიაში

დავუბრუნდეთ "ზუგდიდის" თემას. ცვლილებები სამწვრთნელო შტაბშიც განხორციელდა. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ბესიკ შეროზიამ, რომელსაც დროებით მამუკა ჭაჭუა შეცვლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ზუგდიდი" შეროზიასთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებით აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ აქ აპირებდა მუშაობას, რას ბჟუტურობდა, ვერ გავიგე..
ქუთაისელი
12:22 02-05-2017
0
ერტი სიტკვიტ...ზაზამ უნდა ტკვას ფეისბუკზე.....რუსეტი ოკუპანტია,,,და რუსეტი მტერია,,,,პუტინი კი........
anzorika.
13:06 02-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული