კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ლაშა გოგილავას თქმით, ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეთავაზება "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მიიღო. ეს შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ეტაპის დასრულებამდე კლუბში ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, თუმცა, შესაძლოა, ოფიციალური მმართველობის უფლება ივნისის ბოლომდე ან პირველი ეტაპის დასრულებამდე მიიღოს.
ჯანაშია საქართველოში 3 წლის
"საგანგაშო პრობლემებია, რადგან "ზუგდიდი" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ბოლო ადგილზეა. ყველაფერი გამოსწორდება, თუ მიდგომებს შევცვლით და პასუხიმგებლობას ერთად ვიგრძნობთ.
ყველაფრის მიუხედავად, "ზუგდიდს" ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. შედეგი ძალზე არასასურველია, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი ათამაშდება და უკეთესი შედეგიც გვექნება", - ამბობს ჯანაშია.
მას ბოლოდროინდელ სკანდალურ ინტერვიუზეც ჰკითხეს, რაზეც "ლოკომოტივის" ყოფილმა ფორვარდმა თქვა, რომ მისი ნათქვამი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური კონტექსტით დაიწერა და რომ ევროპული ღირებულებები და უვიზო მიმოსვლა სწორედაც რომ სპორტული სამყაროსთვისაა მისაღები...
- [სკანდალური ინტერვიუ] ზაზა ჯანაშიას ყირამალები ფეხბურთსა და ისტორიაში
დავუბრუნდეთ "ზუგდიდის" თემას. ცვლილებები სამწვრთნელო შტაბშიც განხორციელდა. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ბესიკ შეროზიამ, რომელსაც დროებით მამუკა ჭაჭუა შეცვლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ზუგდიდი" შეროზიასთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებით აპირებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"