ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?

AutoSharing Option
ფოთის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე (აბა, სტადიონი აღარ დარჩა და...) "კოლხეთის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბის წევრები გულშემატკივრებს შეხვდნენ.

წინასწარ იყო დაანონსებული, რომ თავშეყრის მთავარი თემა გუნდის დღევანდელი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა იქნებოდა.

კლუბის პრესატაშე გია ეჯიბია "ლელოს" შეხვედრის პერიპეტიებზე ელაპარაკა:

"ცხადია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით გულშემატკივარი უკმაყოფილოა. შეხვედრაც ამან განაპირობა. ქომაგებს არაერთი კითხვა ჰქონდათ. "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ და მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ არსებულ ვითარებასა და გამოსავალზე ილაპარაკეს.

ცხადია, გულშემატკივრის პრეტენზია სამართლიანია, "კოლხეთისგან" ყველა მეტს ელის, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებებიც - კლუბს არ
ჰყავს სპონსორი, ეს კი, სხვებთან შედარებით, მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. ამას გარდა, საშინაო თამაშებსაც გასვლაზე ვატარებთ, რაც დამატებითი ხარჯია.

ამ ყველაფერს კი წამყვანი მოთამაშეების ტრავმებიც დაემატა. ჩვენთვის უმა ოტიენოსა და გიორგი ჯანელიძის არყოფნა დიდი დანაკლისია. "მოკლე სკამის" პირობებში მათი სრულფასოვანი შეცვლა ვერ ხერხდება. ტრავმირებული მოთამაშეები მალე დაგვიბრუნდებიან და გუნდიც მაქსიმუმს გააკეთებს ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად", - გვითხრა ეჯიბიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კობიაშვილო კოლხეთი როა ისე ყოფილიყავი... მხარდაჭერა რო გინდოდა სიტყვები გახსოვს თუ შეგახსენოთ...
dito
20:02 04-05-2017
0
ფოთის კოლხეთი რომ ქვია ამაზე მეტი რაღა უნდა ხდებოდეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული