წინასწარ იყო დაანონსებული, რომ თავშეყრის მთავარი თემა გუნდის დღევანდელი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა იქნებოდა.
კლუბის პრესატაშე გია ეჯიბია "ლელოს" შეხვედრის პერიპეტიებზე ელაპარაკა:
"ცხადია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით გულშემატკივარი უკმაყოფილოა. შეხვედრაც ამან განაპირობა. ქომაგებს არაერთი კითხვა ჰქონდათ. "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ და მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ არსებულ ვითარებასა და გამოსავალზე ილაპარაკეს.
ცხადია, გულშემატკივრის პრეტენზია სამართლიანია, "კოლხეთისგან" ყველა მეტს ელის, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებებიც - კლუბს არ
ამ ყველაფერს კი წამყვანი მოთამაშეების ტრავმებიც დაემატა. ჩვენთვის უმა ოტიენოსა და გიორგი ჯანელიძის არყოფნა დიდი დანაკლისია. "მოკლე სკამის" პირობებში მათი სრულფასოვანი შეცვლა ვერ ხერხდება. ტრავმირებული მოთამაშეები მალე დაგვიბრუნდებიან და გუნდიც მაქსიმუმს გააკეთებს ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად", - გვითხრა ეჯიბიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"