ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?

AutoSharing Option
ფოთის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე (აბა, სტადიონი აღარ დარჩა და...) "კოლხეთის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბის წევრები გულშემატკივრებს შეხვდნენ.

წინასწარ იყო დაანონსებული, რომ თავშეყრის მთავარი თემა გუნდის დღევანდელი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა იქნებოდა.

კლუბის პრესატაშე გია ეჯიბია "ლელოს" შეხვედრის პერიპეტიებზე ელაპარაკა:

"ცხადია, გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით გულშემატკივარი უკმაყოფილოა. შეხვედრაც ამან განაპირობა. ქომაგებს არაერთი კითხვა ჰქონდათ. "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ და მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ არსებულ ვითარებასა და გამოსავალზე ილაპარაკეს.

ცხადია, გულშემატკივრის პრეტენზია სამართლიანია, "კოლხეთისგან" ყველა მეტს ელის, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოებებიც - კლუბს არ
ჰყავს სპონსორი, ეს კი, სხვებთან შედარებით, მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. ამას გარდა, საშინაო თამაშებსაც გასვლაზე ვატარებთ, რაც დამატებითი ხარჯია.

ამ ყველაფერს კი წამყვანი მოთამაშეების ტრავმებიც დაემატა. ჩვენთვის უმა ოტიენოსა და გიორგი ჯანელიძის არყოფნა დიდი დანაკლისია. "მოკლე სკამის" პირობებში მათი სრულფასოვანი შეცვლა ვერ ხერხდება. ტრავმირებული მოთამაშეები მალე დაგვიბრუნდებიან და გუნდიც მაქსიმუმს გააკეთებს ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად", - გვითხრა ეჯიბიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კობიაშვილო კოლხეთი როა ისე ყოფილიყავი... მხარდაჭერა რო გინდოდა სიტყვები გახსოვს თუ შეგახსენოთ...
dito
04 მაისი 2017 20:02
0
ფოთის კოლხეთი რომ ქვია ამაზე მეტი რაღა უნდა ხდებოდეს
DDD
04 მაისი 2017 18:29
0
ინგლისში უემბლდონზე ერთ მოედანზე თამაშობენ, ფეხბურთს და რაგბს ,მაგრამ ჩვენთან ხომ უნდა იკუდაბზიკონ, და ახალი ველოსიპედი გამოიგონონ. სამარცხვინოები ვართ რა.
ვანო
04 მაისი 2017 17:51
0
უდიდესი სირცხვილია როცა ფოთს. და ბათუმს სტადიონი არა აქვს,ფოთს +სპონსორიც არ ჰყოლია,ამხელა პორტი აქვთ და....აფხაზები ფიქრობენ ალბათ მაგათ ხელში ჩვენც უსტადიონოდ დაგვტოვებდნენო...ბოლო-ბოლო ამიტომ მაინც გქუკეთებდი ამათ კარგ სტადიონებს
კახა ქირია
04 მაისი 2017 17:33
0
უდიდესი სირცხვილია როცა ფოთს. და ბათუმს სტადიონი არა აქვს,ფოთს +სპონსორიც არ ჰყოლია,ამხელა პორტი აქვთ და....აფხაზები ფიქრობენ ალბათ მაგათ ხელში ჩვენც უსტადიონოდ დაგვტოვებდნენო...ბოლო-ბოლო ამიტომ მაინც გქუკეთებდი ამათ კარგ სტადიონებს
კახა ქირია
04 მაისი 2017 17:29
0
გელა გულს ნუ გაიტეხავტ ყველაფერი წინ არის მაქსიმალურად ეცადე ფეხბურტელების ფსიქოლოგიურად მოამზადო. განაწყო ტამასიტვის . ბოდის გიხდი არ ვაპირებ რამე გასწავლოტ. სეტევა რომ ნაყოფიერი იყოს იქნებ ორი ტავდასხმელიტ გეტამასატ როგოც ლოკომოტივი ტამასობს .წარმატებები გუნდს
gulsematkivari
04 მაისი 2017 17:15
0
Meria tu meriko chaayolet stadionis fundametshi amden xanshi chinetis kedeli ashendedoda
gura
04 მაისი 2017 16:25
0
როცა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არაა პრობლემა რაგბის და ფეხბურთის ერთ მოედანზე თამაშის, არც ერთ ქალაქში, ფოთში რატოა მხოლოდ? და რატომ არ რთავს მორაგბეები კოლხეთს იქ თამაშის უფლებას? (ფოთის რაგბის გუნდი როგორც ვიცი მესამე დივიზიონშია). ამას გარდა ფედერაციამ უნდა იზრუნოს, რომ ქალაქს, საიდანაც ფეხბურთი შემოვიდა საქართველოში და ქალაქში, სადაც ასე უყვარს ხალხს ფეხბურთი ერთი სტადიონი ააშენონ! სირცხვილია ქართული ფეხბურთის აკვანი ასეთ დღეში იყოს! იმ პირობებში რაც კოლხეთია ასეთი ბრძოლისუნარიანი გუნდის ყოლა გმირობის ტოლფასია! ცოტა ხელისშეწყობა უნდათ და ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება კოლხეთი ნებისმიერი გუნდისთვის...
???
04 მაისი 2017 15:46
0
ესეც ქვეყნის მთავარი საპორტო ქალაქის გუნდი, არც სტადიონი და არც ბაზა. შავიზღვისპირეთში ფეხბურთი აღარ იქნება მალე. არც ბათუმს აქვს სტადიონი და არც ფოთს. არადა ფეხბურთის განვითარებზე მუშაობა მიდის, რომ კითხო ქართული ფეხბურთის მამებს.
ლუკა
04 მაისი 2017 15:00
0

სიახლეები პოპულარული