"ტორპედო" აუქციონზეა - რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს მყიდველმა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური კლუბის აუქციონზე გატანისა და სააუქციონო პირობების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ საიტზე ავრცელებს:

- შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" ამჟამინდელმა მეპატრონემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა კლუბის შემდგომი განვითარებისათვის, უკეთესი საარსებო პირობების შექმნის მიზნით გადაწყვიტა მისთვის კერძო მესაკუთრის მოძიება, რისთვისაც 2017 წლის 11 მაისის 15 საათიდან გამოცხადდა აუქციონი.

დასახელება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" 100% წილისა და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებების, საწესდებო კაპიტალში არსებული უძრავი ქონებებისა და აკ. ხორავას ქუჩა N1, ნაკვეთი N1-ში არსებული ძირითადი
საშუალებების გათვალისწინების გარეშე პირობებით პრივატიზება.
საწყისი ფასი 585 412,0. 
აუქციონი მოქმედებს 2017 წლის 26 მაისის 15 საათამდე

სააუქციონო პირობები:
1. შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) განვითარებისათვის მყიდველმა ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის, ფუნქციონირების შემთხვევაში არანაკლებ 1,5 მლნ ლარის ინვესტირება, მათ შორის, პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით (ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე) უნდა უზრუნველყოს 500 000 ლარის ინვესტირება დამოუკიდებლად. 2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულდეს 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, რაც გულისხმობს მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა;

2. ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, მყიდველის მიერ უნდა განხორციელდეს პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისათვის" არანაკლებ 1,5 მლნ ლარით დაფინანსება, მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიმართულებებისათვის;

3. მყიდველის მიერ ინვესტირებული (მ.შ. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან გამოყოფილი დაფინანსების) თანხა გაიხარჯოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კN212917183) თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისათვის, ფეხბურთელების შეძენისათვის, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) ტორპედო ქუთაისის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის;

4. მყიდველმა ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) საქართველოს ეროვნული უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება/შენარჩუნება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობისათვის;

5. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

6. მყიდველი ვალდებულია არ შეცვალოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) სპორტული პროფილი - "ფეხბურთი";

7. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოშობილი კრედიტორული დავალიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (თან ერთვის ფინანსური დოკუმენტაცია);

8. მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფეხბურთო კლუბმა შეასრულოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები;

9. მყიდველი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) განვითარებისათვის, შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისში" ჩარიცხული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო დავალება), ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში;

10. მყიდველი ვალდებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, საპრივატიზებო პირობის/პირობების შესრულების შესახებ, ვალდებულების დადგომის ბოლო დღიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

11. ერთ-ერთი საპრივატიზებო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მყიდველმა დაუყონებლივ უნდა დაუბრუნოს გამყიდველს შეძენილი შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/კ N212917183) 100%-იანი წილი და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებები, ყოველგვარი დავალიანების გარეშე;

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
26 მაის საღამოს ასე 15:00 საათის შემდეგ შემეხმიანეთ და 1 ლარს ვიხდი ათკაპიკანებით 10 ცალს ნეტა იმის თავში ჩამახედა ეს მოთხოვნები ვინც ჩამოწერა ხო კიდე ის გამოგრჩათ ახალმა მფლობელმა პირველივე წელს 2017.2018 ჩემპიონთა ლიგა რო უნდა მოიგოს აუცილებლად
profesional
14 მაისი 2017 01:15
0
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება თასი რომ მოვიგეთ ხო იყო მაშინ ჩხეტო? ვაცადოთ ამ კაცს აქ წერა იოლია მაგრამ სტადიონზე მეტად რთულადაა საქმე დავიჯერო ჩხეტომ ჩვენზე უკეთ არ იცის როგორი სქემით ითამაშოს? მახარობლიძის გამოკლება დიდი დანაკლისია ასე რომ ვაცადოთ იქნებ სპონსორმაც მოუსწროს და ყველაფერი დალაგდება. ასე რომ აქ იოლია კრიტიკა და საქმის კეთება გაცილებით ძნელია ასე რომ ვაცადოთ კაცს რომელსაც თითოელ ჩვენთაგანზე უფრო უნდა გამარჯვებები და ტორპედოს წინსვლა
giga
12 მაისი 2017 14:55
0
თავის დროზე დინამოს წინ შენგელია და გუცაევი ყავდა, უკან ყიფიანი, რომლებიც არღვებდენ СССP და ევროპის გრანდ გუნდების დაცვას.
გოგი ქუთაისელი
12 მაისი 2017 11:42
0
ეს აუქციონი კრახით დაამთავრდება. სხვა რამეზე უნდა ვილაპარაკო. ქალაქში დადის ქმები ჩხეტიანის უხეში ტაქტიკური შეცდომებზე. რატომ არ ათამაშებს ორ შემტევს.ღეალს ორი შემტევი ყავს, 5 არის დაცვაში. ეშინია რისკების, ეს ცუდია.
გოგი ქუთაისელი
12 მაისი 2017 11:36
0
გგ
გგჰჯ
12 მაისი 2017 10:52
0
სულ რავა უარყოფითს წერთ დადებითს ვეუყურებთ ვერაფერს... შრომა ჭირდება ფეხბურთს შრომაა...და თქვენ დღესვე გინდათ ჩემპიონთა ლიგის მოგება
Gio
12 მაისი 2017 10:52
0
ხომ იძახდნენ ვიყიდითო და აგერ იყიდება!ხომ შეიძლება ახლა ვიგაც მაგარმა იყიდოს!თორემ ამ გუნდიტ ევროპაზე ძალიან გაგვიჩირდება!
kako
11 მაისი 2017 20:41
0
სამჯერ წავიკითხე და კონკრეტულად რა იყიდება, დასკვნა ვერ გამოვიტანე ))

ჯანგო, თუ ძმა ხარ, ვის რათ უნდა ევროპაში ისეთი კლუბი, რომელზეც მხოლოდ ხარჯვითი ვალდებულებებია? მართლა გგონია, რომ ვინმეს ასეთი რამე შეიძლება აინტერესებდეს?
კოტე
11 მაისი 2017 20:37
0
585 ათასი ლარი რაში უნდა გადაიხადო :D სკ ტორპედო ქუთაისი სახელში?
pablito
11 მაისი 2017 19:01
0
ვინ იყიდის და არც არავინ გიჟი უნდა იყო ეგეთი პირობებით გუნდი იყიდო ან რა გაყიდვაა ეს ვერ გავიგე.
qutaiseli
11 მაისი 2017 18:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული