ეროვნული ლიგა. XII ტური: "დინამოს" პირველი ფრე სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის "დილამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. 70-ე წუთიდან თბილისელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - მსაჯმა ბექა მიქელთაძე გააძევა. ამით გორელებმა ისარგებლეს, შეუტიეს და გოლიც გაიტანეს. "დილას" ქულა ჟან დერეტიმ გადაურჩინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს "დინამოს" პირველი ფრე იყო.

ამრიგად, "დინამოს" 28 ქულა დაუგროვდა, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანთან სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა, "დილა" კი 15 ქულით მეშვიდეზეა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამტრედია დინამოს ვერასდროს მოუგებ
თემო
07:27 15-05-2017
0
პირველი ლიგის თამაშებს რატომ არ აშუქებთ? თქვენი მაღალი ყურადღების ღირსი არაა, თუ სხვა ქვეყნაა?
sportaal.ge-s
05:32 15-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული