"კლუბი მადლობას უხდის ლევან ხომერიკს ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მას", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ლევან ხომერიკი 2014/15 წლების სეზონში ვიცე-ჩემპიონი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი მან მთავარი მწვრთნელის რანგში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის ბათუმის "დინამოს". მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული XII ტურის შემდეგ გუნდს 12 ქულა აქვს