ამას წინათ, "ლელომ" გაცნობათ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა. სამწუხაროდ, მოდებაძე შემდეგ ისევ დაშავდა და როგორც "დილას" არაოფიციალური "ფეისბუქგვერდი" გვაუწყებს, მოედანს დაახლოებით ორ კვირაში დაუბრუნდება. მან ვარჯიშზე ძველი ტრავმა გაიმიზეზა.
ახლა ის უკვე ვარჯიშობს ინდივიდუალურად
სხვადასხვა დროს, მოდებაძეს "თბილისში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ოდესის "ჩერნომორეცში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "დინამოშიც" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"