მატჩში გასული ერთადერთი გოლი ფლავიო ნუბიოს ანგარიშზეა, რომელმაც მე-13 წუთზე "საბურთალოს" მეკარის, ლაზარე კუპატაძის შეცდომით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ 92-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან "დილას" ფეხბურთელი გიორგი პაპავა გააძევა.
ამრიგად, გორელებს ამ გამარჯვებით 18 ქულა დაუგროვდათ და მეექვსე ადგილზე არიან, "საბურთალო" კი 19 ქულით მეხუთეა.