ეროვნული ლიგა. XIII ტური: "დილამ" სტუმრად "საბურთალოს" მოუგო

AutoSharing Option
20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. "საბურთალომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

მატჩში გასული ერთადერთი გოლი ფლავიო ნუბიოს ანგარიშზეა, რომელმაც მე-13 წუთზე "საბურთალოს" მეკარის, ლაზარე კუპატაძის შეცდომით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ 92-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან "დილას" ფეხბურთელი გიორგი პაპავა გააძევა.

ამრიგად, გორელებს ამ გამარჯვებით 18 ქულა დაუგროვდათ და მეექვსე ადგილზე არიან, "საბურთალო" კი 19 ქულით მეხუთეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბოდიში. წინა კომენტარში "საბურთალოს" ნაცვლად "ლოკო" ჩავწერე.
gori-2
00:18 21-05-2017
0
ეგ არის რომ მიკერძოებულ მსაჯობას არაფერი ეშველა.პირველ ნახევარში ლოკოს ორი ყვითელი შეუმჩნევლად გაატარა.მატჩის ბოლოს კი გორელების ყვითელი რატომღაც წითლად მოეჩვენა.ასეთი მსაჯობით ჩემპიონატი შორს ვერ წავა
gori-2
23:59 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული