ეროვნული ლიგა. XIV ტური: "სამტრედიამ" და ბათუმის "დინამომ" მოიგეს

AutoSharing Option
24 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XIV ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა.

მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-9 წუთზე მასპინძლებმა გიული მაჯგალაძის გოლით გახსნეს, შესვენებამდე კი უპირატესობა ორბურთიანი გახადეს - მე-19 წუთზე ნიკა სანდოხაძემ გაიტანა. სხვაობის შემცირება 52-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ მოახერხა, თუმცა დროებით - ხუთ წუთში სამტრედიელთაგან უკვე გიორგი ბერიაშვილი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში 65-ე წუთზე იმავე ბერიაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.

ქობულეთში, ადგილობრივმა "შუქურამ" "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამო" მიიღო და ანგარიშით
2:4 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოლებით ლევან კუტალია (7) და გიორგი არქანია (68) გამოირჩნენ. გამარჯვებულთა რიგებში კი დუბლი იაროსლავ კვასოვმა (მე-10 და 53-ე წუთები) მიითვალა, ხოლო თითოჯერ არჩილ ტვილდიანმა (64) და მიხაილ გორელიშვილმა (81) გაიტანეს.

- ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "დინამო" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ადმინისტრატორო
გუშინ საღამოს რომ კომენტარები დავწერე, რატომ მალავ?შენი გადასაწყვეტია მე რა ვთქვა და რა არა?შეურაცხყოფა არავისათვის მიმიყენებია და არც არავინ დამიმცირებია.თქვენ მგონი საერთოდ მარაზმში გადადიხართ უკვე,ასე კომუნისტების დროსაც კი არ იქცეოდნენ
Jango
25 მაისი 2017 11:04
0
ეს ჟღალთმიანი ბიჭი ვინ არის?
gio
25 მაისი 2017 09:59
0
ვულოცავ სამტრედიას გამარჯვებას,ფაქტია რომ ცეცამ მოქოქა ისევ გუნდი,აუცილებლად იბრძოლებს ოქროზე წელსაც საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდი,მინიმუმ სამეულს მაინც დადებს,უბრალოდ გასაკვირი ისაა,რომ ევროტურნირებისთვის საოცრად გასაძლიერებელია ეს გუნდი და რას ელოდება ხელმძღვანელობა ბოლო ერთ კვირაში უნდა მოიყვანოს ახალი ფეხბურთელები?გუნდს ხომ უნდა შეთამაშება?დროულად მოიყვანეთ ის შეპირებული ლეგიონერებიც,რომ ერთი თვე მაინც ჰქონდეთ გუნდთან ადაპტაციის გასავლელად
kluivert
24 მაისი 2017 20:26
0

სიახლეები პოპულარული