გორის "დილა": ჟეან დერეტი უკეთესადაა, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის, ერთი შეხედვით, რიგითი მატჩი "კოლხეთსა" და გორის "დილას" შორის დიდხანს გვემახსოვრება იმ განცდების გამო, რაც ამ შეხვედრისას გადავიტანეთ. თავად მატჩი 0:0 მორჩა, მაგრამ...

...გორული კლუბის ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟეან დერეტიმ ერთ ეპიზოდში მინდორზე თავი ძლიერად დაარტყა და გონება დაკარგა. ძალიან არასასიამოვნო ეპიზოდი იყო, რამაც თამაშის დარჩენილ დროში ფეხბურთელების გარჯას დიდი კვალი დაამჩნია. იმ დღესვე გავრცელდა "დილას" პრესსამსახურის ინფორმაცია, რომ 24 წლის ფეხბურთელი უკეთ იყო და გამოკვლევები უტარდებოდა.

დერეტის მოსაკითხად "დილას" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს დავუკავშირდით:

"საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ექიმებმა გამოიკვლიეს დერეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამოიტანეს დასკვნა, რომ საგანგაშო არაფერია. ბრაზილიელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ისეთ ვარჯიშებში არ მონაწილეობს, რომლებშიც თავი იტვირთება...

არ ვიცი, იქნება თუ არა დერეტი ტურის 18-კაციან განაცხადში, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ უკვე პაუზის შემდეგ ჩვეულებრივად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაეხმარება გუნდს. უბრალოდ, საწყენია, რომ ამ ძალიან კარგ და ნიჭიერ ფეხბურთელს ჯერჯერობით არ უმართლებს. აგერ, უკვე მესამე ტრავმა მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა", - გვითხრა ჯოხაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული