7 ივნისს ესპანურმა AS-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი უახლოეს მომავალში ესპანური "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდება.
- გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" გადადის - რამდენს მიიღებს "დინამო"?
წყარო ამტკიცებდა, რომ გარიგება მალე შედგება.
როგორც Sportall.ge-ს "დინამოში" განუცხადეს, პაპუნაშვილთან დაკავშირებით მათ შემოთავაზებები რამდენიმე უცხოური კლუბიდან მიიღეს, ერთ-ერთი კი სწორედ "სარაგოსაა", თუმცა ამ ეტაპზე ყველა შემოთავაზება განხილვის სტადიაშია, ამიტომ გარკვეული და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
ფოტო: fcdinamo.ge