"სამტრედია" ჩემპიონთა ლიგისთვის ნიკა საბანაძეს იმატებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ნიკა საბანაძე კარიერას "სატრედიაში" გააგრძელებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საბანაძემ უკვე დატოვა "ტორპედო" და "სამტრედიას" შეუერთდება.

2010-14 წლებში საბანაძე "ტორპედოში" თამაშობდა და მაშინ 92 ჩატარებულ მატჩში ფორვარდმა 23 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის "ზესტაფონში" გადაბარგდა, შემდეგ - თბილისის "დინამოში", 2015 წლის იანვარში კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, მაგრამ დიდი ხანი არ გაჩერებულა - ნიკა იმავე წლის აგვისტოში "საბურთალოში" გადავიდა.

"საბურთალოს" შემდეგ იყო მარტვილის "მერანი", რომელთან ერთადაც საბანაძემ თასის ფინალი ითამაშა და წააგო, შემდეგ
ისევ "ტორპედოს" დაუბრუნდა, ახლა კი "სამტრედიისთვის" შეუტევს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკა შფოთიანი :) კარგი მებრძოლი და მოთამაშეა, საკმაოდ არასახარბიელო გამოვლინენებით და ხასიათებით, მგონი მას კლუბი ვერ შეეწყობა, ან მას მოუწევს კლუბზე შეწყობა,თუმცა მისი კლასი არაა იმის გარანტი რომ კარგად გამოჩენილი ფორვარდი იქნება.მე პირადად სამუშიას უფრო ვენდობოდი წინ, ხოლო საბანაძეს არც ავიყვანდი, ხოლო თუ მაინც ასე იქნებოდა მაშინ რაჟამაშვილის მეწყვილედ გავამწესებდი.
ისე კი ეს ამბავი ზუსტად მიუთითებს იმაზე რომ სამტრედიაში მენეჯმენტის და სელექციის კატასტროფულად დაბალი დონეა.

მოკლედ რა,ყველა ტყუილი მხილებულია, არავითარი სუპერ ტრანსფერები არც იგეგმებოდა და არც იგეგმება, უბრალოდ თავის ნასედკებს ავალებდნენ საჯაროდ ასე დაეწერათ რომ ხალხი ტონუსში და მოლოდინში ჰყოლოდათ...მეფე კი შიშველია...
Jango
17:02 20-06-2017
0
საბანადზე კი აარა ვინმე ნორმალური მოიყვანეტ გუნდში.
samtredia
15:50 20-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული