ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "ლოკომოტივმა" და "სამტრედიამ" იმარჯვეს

AutoSharing Option
დღეს, 20 ივნისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVIII ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 0:3 წააგო.

ირაკლი სიხარულიძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მეორეში კი გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა.

მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

მე-10 წუთზე დილა ჟან დერეტის გოლით დაწინაურდა, 24-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაათანაბრა, მაგრამ 51-ე წუთზე "დილა" ისევ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დააწინაურა.

83-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა გაათანაბრა, ხოლო სტუმარი გიორგი პაპავას გაძევების შემდეგ, "სამტრედია" 87-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ
დააწინაურა.

ტურის კიდევ სამი მატჩი 21 ივნისს ჩატარდება. ერთმანეთს "შუქურა"-"საბურთალო", "დინამო"(ბთ)-"კოლხეთი" და "დინამო"(თბ)-"ტორპედო" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რამე ტყუილი დავწერე ხალხოო? ან ცენზურა დავარღვიეე? თამაშის მერე ვდებ კომენტარ და არ აქვეყნებ რა გჭირთ? დავალება გააქვთ სამტრედიიდაან? მსაჯი წაიყვანეთთქო ყარაბახთან სხვას ხოარაფერს ვწერ.::D:D:D:D
dila
13:24 21-06-2017
0
შეიძლება გუნდს არ უნდა ტრავმები, ძალებს ინახავს ავსტრიული სპარინგის წინ.გელაშვილი ზის სათადარიგოზე, ნუ გაუსწრებთ მოვლენებს!
ქუთაისელი
11:29 21-06-2017
0

სიახლეები პოპულარული