ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "ლოკომოტივმა" და "სამტრედიამ" იმარჯვეს

AutoSharing Option
დღეს, 20 ივნისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVIII ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 0:3 წააგო.

ირაკლი სიხარულიძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მეორეში კი გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა.

მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

მე-10 წუთზე დილა ჟან დერეტის გოლით დაწინაურდა, 24-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაათანაბრა, მაგრამ 51-ე წუთზე "დილა" ისევ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დააწინაურა.

83-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა გაათანაბრა, ხოლო სტუმარი გიორგი პაპავას გაძევების შემდეგ, "სამტრედია" 87-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ
დააწინაურა.

ტურის კიდევ სამი მატჩი 21 ივნისს ჩატარდება. ერთმანეთს "შუქურა"-"საბურთალო", "დინამო"(ბთ)-"კოლხეთი" და "დინამო"(თბ)-"ტორპედო" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩიხურაზე იძახიან გამოცდილი გუნდიაო,მაგრამ სად ჩანს ეს გამოცდილება. გელაშვილით და ჩიკნაიძით ვაპირებთ ალტახის დამარცხებას? ამ გელაშვილს როგორც ჩანს დვალის გარეშე არაფერი არ შეუძლია იქნებ დვალი დაიმატონ ამის გამო ჩიხურაში.
glaxuna
08:43 21-06-2017
0
შეიძლება გუნდს არ უნდა ტრავმები, ძალებს ინახავს ავსტრიული სპარინგის წინ.გელაშვილი ზის სათადარიგოზე, ნუ გაუსწრებთ მოვლენებს!
ქუთაისელი
11:29 21-06-2017
0

სიახლეები პოპულარული