ქუთაისის "ტორპედო": კორობკა მოდის, საბანაძე უკვე სამტრედიაშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ახალი მეპატრონის, ზაალ ჩაჩავას მისვლა და საკადრო სიახლეების დაწყება ერთი იყო. ცნობილია, რომ მათე კვირკია, დავით ხურციძე და მერაბ მეგრელაძის შვილიშვილი, უმცროსი მერაბ მეგრელაძე სწორედ კლუბის გასხვისების შემდეგ დაიმატეს.

"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ გაგვიმხილა, რომ გეგმაშია უკრაინელი ლეგიონერის დამატებაც. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ვლადიმირ კორობკაზე - ფოთის "კოლხეთი 1913"-ის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ.

კორობკა 27 წლისაა, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2006-08 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა. უთამაშია სიმფეროპოლის "ტავრიაში" (2008-14), ასტრახანის "ვოლგარში" (2012),
ზაპოროჟიეს "მეტალურგში" (2013), "ტიუმენში" (2014), "ვიტებსკში" (2015), ხოლო 2016 წლის იანვრიდან ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელია.

საინტერესოა, რომ 2008-11 წლებში კორობკა "ტავრიაში" კარიერას რომ იწყებდა, იმ გუნდის ლიდერი ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის წევრი ვასილ გიგიაძე გახლდათ...

გაირკვა, რომ გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ, რომელიც ამიერიდან "სამტრედიისთვის" გაიტანს. "ლელოს" ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი გუშინდლიდან უკვე ჩემპიონის განკარგულებაშია. სხვათა შორის, გია ცეცაძე მას "სამტრედიაში" სეზონის დაწყებამდეც იწვევდა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილიც ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში "ტორპედომ" უფრო მეტად იაქტიურა და...

"სამტრედია" საბანაძისთვის მეშვიდე კლუბია. "ტორპედოს" გარდა, მას უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", მარტვილის "მერანში", ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია ახნას (კვიპროსი) "ეთნიკოსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
კაპანაძე ვერც დინამოს გაუტანს.
გივი
21 ივნისი 2017 16:25
0
კორობკას ერთი გოლიც არ აქვს გატანილი, პესიმიზმით უყურებ ამას.
ქუთაისელი
21 ივნისი 2017 16:06
0
კოვტალიუკს როგორც ფეხბურთელს ტეხნიკა არ უვარგა. მაგრამ გვარი აქვს კარგიო.
kn
21 ივნისი 2017 16:00
0
ხო ჩაჩავა სწორად მოიქცა საბანაძე რო მოიშორა და სამტრედიელები დააგოიმა, აგერ რონალდო მიდის რეალიდან და მაგას დაიმატებს სამაგიეროდ ტორპედო, თურმე რონიც თანახმაა ქუთაისში თამაშზე, ოღონდ ბიკენტიას საქაბაბე გადმომიფორმეთ და ერთი სანაყინე (სამაროჟნე) გამიხსენით სადმე ბაღისკიდესთანო. შენი მოკლე ჭკუით სამტრედიელები გააჯავრე და დაამცირე ხო? საქართველოში ყველა გუნდი ერთი ოხერია რაც ევროსარბიელზეც გამოჩნდება და საქართველოს ჩემპიონაში სეზონის ბოლოს ვინ სად იქნება მაგასაც ვნახავთ.
garinchas
21 ივნისი 2017 15:54
0
წავიდა ისევ ეს უაზრობა, ერთმანეთს რო აცლით ფეხბურთელებს ვინმე კარგი ლეგიონერები მოიყვანეთ უცხოეთიდან
ultranationalist
21 ივნისი 2017 15:44
0
giosvani კოვტალიუკი 100 დოლარად იყიდეს. ტორპედოს თუ ძაან უნდა 300 ათას დოლორად დაუთმობენ. ისიც სულ მცირე :)
irakli
21 ივნისი 2017 15:28
0
კოროპკა დოლიძის ამპლუის ფეხბურთელია როგორც ვიცი და რატო გადაწყვიტეს მისი აყვანა ვერვხვდები ,ნუ ცუდი არარი კონკურენციის ზრდა მაგრამ კოვტალიუკი უფრო გამოადგებოდა ტორპედოს ნამდვილად გააძლიერებდა გუნდს, მითუმეტეს გამტანი ფორვარდი აკლია გუნდს, მართალია კაპანაძე ეფექტურ ბურთებს იტანს და სასარგებლო სამუშაოსაც ასრულებს მაგრამ კოვტალუკის ტიპის ფორვარდი ერთიორად აწევდა გუნდის შედეგიანობას, ფიზიკურად ძლიერია, მოძრავი, გამტანი, პოზიციასაც კარგად ირჩევს და ორთაბრძოლებსაც იგებს ხშირ შემთხვევაში , დიდად ტექნიკური არ არი მაგრამ ბრძოლის უნარიანობით და კარგი დარტყმით აკომპენსირებს ამას.
giosvani
21 ივნისი 2017 15:14
0
კორობკას ყიდულობენ, თუ როგორც თავუსუფალ აგენს ისე იმატებენ?
ირაკლი
21 ივნისი 2017 15:11
0
რა დროს გუნდის ახლიდან დაკომპლექტებაა. ჩვენი უპირატესობა მხოლოდ იმაშია რომ შუა სეზონია.
haha
21 ივნისი 2017 14:41
0
Vnaxavt male tu inanebs samtredia sabanazis damatebas.
Vaxo msxiladze
21 ივნისი 2017 14:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული