ქუთაისის "ტორპედო": კორობკა მოდის, საბანაძე უკვე სამტრედიაშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ახალი მეპატრონის, ზაალ ჩაჩავას მისვლა და საკადრო სიახლეების დაწყება ერთი იყო. ცნობილია, რომ მათე კვირკია, დავით ხურციძე და მერაბ მეგრელაძის შვილიშვილი, უმცროსი მერაბ მეგრელაძე სწორედ კლუბის გასხვისების შემდეგ დაიმატეს.

"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ გაგვიმხილა, რომ გეგმაშია უკრაინელი ლეგიონერის დამატებაც. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ვლადიმირ კორობკაზე - ფოთის "კოლხეთი 1913"-ის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ.

კორობკა 27 წლისაა, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2006-08 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა. უთამაშია სიმფეროპოლის "ტავრიაში" (2008-14), ასტრახანის "ვოლგარში" (2012),
ზაპოროჟიეს "მეტალურგში" (2013), "ტიუმენში" (2014), "ვიტებსკში" (2015), ხოლო 2016 წლის იანვრიდან ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელია.

საინტერესოა, რომ 2008-11 წლებში კორობკა "ტავრიაში" კარიერას რომ იწყებდა, იმ გუნდის ლიდერი ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის წევრი ვასილ გიგიაძე გახლდათ...

გაირკვა, რომ გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ, რომელიც ამიერიდან "სამტრედიისთვის" გაიტანს. "ლელოს" ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი გუშინდლიდან უკვე ჩემპიონის განკარგულებაშია. სხვათა შორის, გია ცეცაძე მას "სამტრედიაში" სეზონის დაწყებამდეც იწვევდა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილიც ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში "ტორპედომ" უფრო მეტად იაქტიურა და...

"სამტრედია" საბანაძისთვის მეშვიდე კლუბია. "ტორპედოს" გარდა, მას უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", მარტვილის "მერანში", ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია ახნას (კვიპროსი) "ეთნიკოსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ლიგაზე უნდა ითამაშოს გუნდმა და საბანაძეს იმატებს, კარგი რომ იყოს საბანაძე ტორპედო გამოუშვებდა? როგორც სეზონის წინ გავარდნილი გუნდიდან დაიმატა ჩემპიონმა ფეხბურთელები, კარგით რა.
ggggg
21 ივნისი 2017 14:21
0
ეჰ,რატომღაც მგონია ვერცერთი ქართული გუნდი ვერ გავა შემდეგ ეტაპზე.სხვადასხვა წონითი კატეგორიებია,დაწყებული შემადგენლობით,დამთავრებული ინფრასტრუქტურით,რაც ძალიან სამწუხაროა.მორჩა ენთუზიაზმის ხარჯზე შედეგების ჩვენება.თუმცა მაგასაც ვეღარ ვხედავ სამწუხაროდ
კახა ქირია
21 ივნისი 2017 14:15
0
ჩაჩავამ ჭკვიანურად მოიქცა და მოიშორა საბანაძე. სამტრედიელებმა კი სულელურად მოიქცნენ და მრვალაჯერ ინანებენ.
გარინჩა
21 ივნისი 2017 13:53
0
შტამბეჭდავი ტრანსფერი
!!
21 ივნისი 2017 13:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული