ბათუმის "დინამომ" "რაგბი არენაზე" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 67-ე წუთზე შელაპარაკების შედეგად ბათუმელებს ნიკა მგელაძე გაუძევეს, ხოლო "კოლხეთს" ნიკოლა კოვტალიუკი. 73-ე წუთზე კი სტუმრები 9 კაცით დარჩნენ მოედანზე, მეორე ყვითელი ბარათი ვარლამ კილასონიამ მიიღო.
ამ თამაშის მერე "დინამო" და "კოლხეთი" 17-17 ქულით მე-8 და მე-9 ადგილებს იყოფენ.