ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 21 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე", ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე თბილისელთა მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს შეცდომის შეცდომის შემდეგ ქუთაისელებმა გახსნეს - უძლიერესი დარტყმით თავი გრიგოლ დოლიძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი დინამოელთა შეტევებით დაიწყო და ამან შედეგი მალევე გამოიღო - უკვე 51-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გაათანაბრა, რომლისთვისაც ეს "დინამოში" ბოლო შეხვედრა იყო. შეგახსენებთ, რომ ამიერიდან, პაპუნაშვილი ესპანური "სარაგოსასთვის" შეუტევს.

"დინამომ" შეტევა
განაგრძო და 65-ე წუთზე კუთხურიც მოიპოვა, რომელიც საბა ლობჟანიძემ ჩამოაწოდა, "ტორპედოს" ახალწვეულმა დავით ხურციძემ კი ბურთი თავის კარში ჩაჭრა - საბოლოოდ, 2:1.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" ამ მოგებით "ტორპედოს" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ამრიგად, "დინამოს" 43 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით გადაუსწრო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მთელი გულით გულშევმატკივრობ ქათულ გუნდებს ევროპაზე მაგრამ ასეთი თამაშით ფონს გასვლის შანსი 0-ია...დააბრუნეთ ზესტაფონი და სანახაობრივ ფეხბურთს მაინც ვუყურებთ...მომენატრა ზესტაფონის ნაირი გუნდების ყურება..
levani zesta
10:13 22-06-2017
0
ჩხეტიანი მართლა დამნაშავე არის რომ გამოყავს კუჭუხიძე, არ ასვენებს დოლიძეს და ბაბუნაშვილს რომ არ მოყავს გუნდში ბუხაიძე, რომ ფიზიკა არის ნული, ამიტომ აგდებს თამაშის ტეპს.რომ მოყავს გუნდში ტრავმირებული კორობკა,
გივი
12:12 22-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული