ფოთის "კოლხეთი" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" ივნისის ბოლოს 22 წლის უკრაინელი ფორვარდის, მიკოლა კოვტალიუკის გამოსყიდვას აპირებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს მისმა მენეჯერმა ლევან გულორდავამ განუცხადა.

კოვტალიუკი ფოთის "კოლხეთს" 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. მისი ტრანსფერი ეკუთვნის "კოლოსს", რომელიც უკრაინის რანგით მეორე ლიგის კლუბია. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში "კოლხეთის" 17 გოლიდან 10 - კოვტალიუკის ანგარიშზეა, რაც 5 გოლით ნაკლებია პირველადგილოსან ირაკლი სიხარულიძის ("ლოკომოტივი") მაჩვენებელზე.

"გადაწყვეტილია, რომ 30 ივნისამდე "კოლხეთი" კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის, მაგრამ დარჩება თუ არა ის ფოთში, ჯერჯერობით უცნობია. მას კარგი შემოთავაზებები აქვს და დაახლოებით ორ
კვირაში გაირკვევა, სად გააგრძელებს თამაშს", - გვითხრა გულორდავამ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არამგონია კოლხეთში დატოვონ.ქართულ კლუბებს გამოადგებათ ევროთასებზე
Manchester 1
14:20 26-06-2017
0
ქართულ კლუბებს კ გამოადგებათ ევროთასებზე მარა არც მეგრულ კლუბს აწყენდა შიდა ჩემპიონატში
bacho
15:04 26-06-2017
0

სიახლეები პოპულარული