უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 52-ე წუთზე უკრაინელებმა გახსნეს, კახა კაჭარავას შეგირდებმა კი მე-60 წუთზე გაათანაბრეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე "დინამომ" შეკრებაზე ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში თბილისელები სერბულ "ჩუკარიჩკისთან" უგოლო ფრეს დასჯერდნენ, შემდეგ კი ხორვატულ "რუდეშთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდნე.
"დინამო" სამშობლოსკენ გეზს 13 ივლისს აიღებს, პირველ მატჩს ეროვნულ ლიგაში კი 21 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" ჩაატარებს.