ნიკა მნათობიშვილი: დავამარცხე სიმსივნე და სტადიონზე დავბრუნდი

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "გაგრას" "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, გუნდის ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა 8-თვიანი ბრძოლის შედეგად სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა.

გთავაზობთ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელებულ ინფორმაციას:

"ნიკამ ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. 8 თვის განმავლობაში ებრძოდა იგი სიმსივნეს და საბოლოოდ, თავისი სიმტკიცით და გამძლეობით, როგორიც ასევე მოედანზეც გახლავთ, მასზე გაიმარჯვა. ნიკა დღევანდელ სპარინგში "ზუგდიდის" წინააღმდეგ მეორე ნახევრიდან ჩაერთო და ძალიან კარგადაც წარმოაჩინა თავი. "გაგრას" წინ დიდი ბრძოლა ელის ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად
და სასიხარულოა, რომ ამ ბრძოლაში ნიკაც სრულფასოვნად იქნება გუნდის გვერდით. წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ნიკას".

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით:

"დავამარცხე სიმსივნე და სტადიონზე დავბრუნდი. 6 ქიმიოთერაპია გავიკეთე და რა ვიცი, ბევრი რამე გადავიტანე საკუთარ თავზე .

რაც შეეხება ვარჯიშს, ერთი თვეა დავიწყე ვარჯიში და ახლა უკვე სრულ დატვირთვაზე ვარ. 5 დღის წინ ჩამოვფრინდი სტამბულიდან, შემოწმებაზე ვიყავი და ყველაფერი კარგად არის ღმერთის წყალობით. სამ თვეში ისევ შემოწმებაზე მივდივარ, რომ მაინც არაფერი გამოგვეპაროს.

რთული იყო ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემართებით ვიყავი. მჯეროდა, რომ სტადიონს დავუბრუნდებოდი. ჩემი ცხოვრება სპორტია, ამის გარეშე არც წარმომიდგენია თავი და მართლა ღმერთის წყალობით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უფლის ნებით დავბრუნდი", - გვითხრა მნათობიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Gaixare megobaro, gmertma kargad gamyopos, mec igive gza gaviare, magram icode upals vuyvarvart da es chveni siyvarulistvis moxda, upali imaze met ganscdels arasodes mouvlens adamians, ris gamklavebasac ver shezlebs. Bednieri iyavi datkbi titoeuli im cutit rac upalma gachuka, es meored dabadebis tolpasia.
Nino
18:27 15-07-2017
0
იცოცხლე ძმაო! ჯანზე იყავი!
B-52
09:48 15-07-2017
0

სიახლეები პოპულარული