"ყარაბაღის" ნახევარმცველი: ქართული კლუბები არასოდეს ნებდებიან... "სამტრედიაც" იბრძოლებს!

AutoSharing Option
"სამტრედიასთან მატჩის წინ, "ყარაბაღის" ნახემარმცველმა აფრან ისმაილოვმა azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 ივლისს, "ყარაბაღი" "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს "სამტრედიასთან" გამართავს.

- იყო თუ არა მოულოდნელი "სამტრედიასთან" პირველ მატჩში ასეთი ანგარიშით გამარჯვება?
- მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც. გამარჯვების გვჯეროდა, მაგრამ არ გვეგონა, თუ ამ ანგარიშით მოვიგებდით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ, მაინც ღირსეულად ვიმარჯვეთ. ამხანაგურ მატჩებში მარცხის შემდეგ მოტივაციაც კი არ გვქონდა დიდი.

- "სამტრედიას" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა თქვა, რომ მსაჯი,
მეტე კალკავანი "ყარაბაღს" ეხმარებოდა. ეთანხმებით?
- არ მინდა მსაჯობაზე საუბარი. ჩვენს წინააღმდეგაც არაერთხელ შეცდა მსაჯი, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ. მსაჯებიც ადამიანები არიან და შეცდომები მათაც მოსდით.

მთლიანობაში კი კარგი მსაჯობა იყო.

- პირველი პენალტი შენ შეასრულე, მეორე კი დინო ნდლოვმა...
- მატჩის წინ მწვრთნელმა თქვა, რომ პენალტი მე უნდა დამერტყა. პირველი ამიტომ შევასრულე მე. გოლიც გავიტანე. მეორის დარტყმაც გადავწყვიტე, მაგრამ დინომ მთხოვა, დამეთმო. დავეთანხმე და ნებართვა მწვრთნელისგან ვითხოვე. წინააღმდეგი არც ის ყოფილა და დინომაც გაიტანა. არანაირი პრობლემა არაა.

ფეხბურთელები ერთმანეთს პატივს ვცემთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დინომ გოლები გაიტანოს.

- "სამტრედიასთან" განმეორებითი მატჩი გელით. როგორია გუნდის მოტივაცია? ალბათ, "სამტრედიას" არ შეუძლია "ყარაბაღის" 6:0 დამარცხება...
- ქართული კლუბები არასოდეს ნებდებიან და "სამტრედიაც" ბოლომდე იბრძოლებს. რთული და საინტერესო შეხვედრა გველის. საქართველოშიც უნდა მოვიგოთ. მწვრთნელი არასდროს მოგვცემს მოდუნების უფლებას.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დათო-ს. არაადეკვატური ხარ ძმობილო. ჩვენ კი არ დავცინით ქართულ კლუბებს, თვითონ კლუბები იხდიან ტავს დასაცინად. როგორ წარმოგიდგენია აქო გუნდი, რომელიც 5-0-ს აგებს. ასეთი რამ არსად, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ქართველმა ფეხბურთელებმა ქართველებს, ფეხბურთი შეგვაძულეს.
აეა ეს!
18:23 17-07-2017
0
რა ქართველები ხართ? თქვენ დასცინით ქართულ კლუბებს სამწუხაროდ. სხვები რას იზამს.....
დათო
18:04 17-07-2017
1

სიახლეები პოპულარული