თბილისის "დინამომ" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ერთი კი გაუშვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. დედაქალაქელები ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელშიც 21 ივლისს ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებენ.

სეზონის განახლების წინ "დინამომ" მიკოლა კოვტალიუკთან 1,5-წლიაინ კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან უკრაინელი ფორვარდი თბილისელთა ღირსებას დაიცავს.

ნიგერიელი მცველი, მოჰამად ალიუ კი, რომელიც მანამდე კლუბში სინჯებს გადიოდა, "დინამოში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

"დინამოში" დაბრუნდა ბოლნისის "სიონში" იჯარით მყოფი თავდამხსმელი - ენვერ ლილუაშვილი. "დინამო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნახევარმცველმა საბა თავაძემ დატოვა.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
1.5 წლიანი კონტრაქტები რო უფორმდებათ ფეხბურთელებს მაგიტომ გარბიან მალე. ერთადერთი გამოსავალი არის ხანგრძლივი 3-4 წლიანი კონტრაქტების გაფორმება, რომ მალ მალე არ დაიშალოს გუნდები, მაგრამ...
barca fan
18:02 17-07-2017
0
კაჭარავას თავიდან მოუწევს გუნდის შეკვრა, თუმცა დარწმუნებული ვარ ამასაც მოახერხებს. ნიჭიერი სასტავი კი ყავს. კარგი იქნებოდა ეს ნიგერიელიც ჰყოლოდა შეკრებაზე.. წარმატებები დინამოს და ერთად გვეზეიმოს სეზონის ბოლოს ჩემპიონობა
გურამი
00:22 18-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული