"ყარაბაღის" მწვრთნელი: ქართველების პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელებს ლეგიონერობა სურთ!

AutoSharing Option
"სამტრედიასთან" მატჩის წინა დღეს, "ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა დღეს, 17 ივლისს, "დინამო არენას" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 ივლისს, 21:00 საათზე, "ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სწორედ "დინამო არენაზე" "სამტრედიას" წინააღმდეგ გამართავს. პირველი მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

"ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში და მის დედაქალაქში ყოფნა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ტიტულოვანი კლუბის სტადიონზე. აქ, მედიადარბაზში, ფოტოებს გადავხედე და გავიხსენე ძველი თაობის ფეხბურთელები. დღეს აქ ყოფნით ისტორია თავიდან გადავიკითხე...

მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში დიდი
ანგარიშით მოვიგეთ, ამ მატჩისთვის 6 დღეა მთელი სერიოზულობით ვემზადებით, რადგან ვიცით, წინ რთული მატჩი გველის. ეს შეხვედრა გაცილებით მძიმე და აგრესიული იქნება, ვიდრე პირველი იყო.

რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ "სამტრედია" ძალიან კარგი გუნდია. ზოგადად, გაშვებული გოლის შემდეგ ფეხბურთელები ნებდებიან ხოლმე, "სამტრედიას" ფეხბურთელები კი ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ უფრო მონდომებულები ჩანდნენ. ამიტომ ვეკიდებით ამ მატჩს სრული სერიოზულობით.

ზოგჯერ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი არ ასახავს გუნდებს შორის რეალურ სხვაობას. "სამტრედიას" ხასიათი მის სიძლიერეზე მეტყველებს, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი და არც მინდოდა. "სამტრედიათი" ძალიან მოხიბლული ვარ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ყვოელთვის მეგობრული ურთიერთობა იყო. საბჭოთა კავშირში თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფჩის" შორის კარგი მატჩები იმართებოდა. ჩვენსა და თქვენს კლუბებს შორის ყოველთვის აგრესიული თამაში მიმდინარეობს.

ქართულ ფეხბურთში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა და ამან კლუბებზე უარყოფითად იმოქმედა. ვფიქრობ, თქვენი პრობლემა იმაშია, რომ ქართველ ფეხბურთელებს ლეგიონერებად ყოფნა სურთ და აქედან წასასვლელად მუდმივად კლუბებს ეძებენ, ლეგიონერთა რაოდენობა კი ჩემპიონატში ძალიან მცირეა. თქვენი კლუბები არ ცდილობენ ლეგიონერების დაპატიჟებას. ეს ალბათ ფინანსური პრობლემებიდანაც გამომდინარეობს.

აზერბაიჯანში კი, ამ მხრივ, ორი კარგი კლუბი გვყავს - "ყარაბაღი" და "გაბალა", - თქვა გურბანოვმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
kaxa გეთანხმები 100% -ით.
SEVKO
13:48 18-07-2017
0
პრობლემა კარგი პერსპექტიული ფეხბურთელების გაშვებაშია ზუსტად. გაშვება კი არა დაუძახეთ უკან დააბრუნეთ, გააკეთეთ ქართული გუნდი 2-3 მაინც და ნახავთ დონეს მაშინ . როცა სისტემატიურად ითამაშებენ ლიგის ჯგუფში. ნაკრებიც უფრო შეთამაშებული იქნება. საბჭოთა ნაკრები სულ დინამო კიევი- თბილისი და თითოოროლა სხვა 2-3 -გუნდებიდან იყო შევსებული. შექმენით საბაზო სანაკრებო გუნდიი. ფული ამაში დახარჯეთ. ვაა....
kaxa
10:53 18-07-2017
0

სიახლეები პოპულარული