რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა

AutoSharing Option
სეზონის განახლების წინ, ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა თბილისის "დინამოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან უკრაინელი ფორვარდი თბილისელთა ღირსებას დაიცავს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა ლევან გულორდავამ უკრაინულ footboom.com-თან საუბრისას განაცხადა, "დინამოს" კოვტალიუკის ტრანსფერი 3 ათასი დოლარი დაუჯდა.

"როცა უკრაინაში, მაკაროვის მემორიალზე კოვტალიუკი პირველად დავინახე, ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ თამაშობდა ასეთი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, სწრაფი და ძალიან მონდომებულია.

გადავწყვიტე, დავხმარებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ის გოლებს გაიტანდა. შემდეგ კი, კარიერასაც განავითარებდა. ასეც მოხდა.

"კოლხეთში" გადასვლიდან ნახევარ წელიწადში მისი კონტრაქტი "დინამომ" გამოისყიდა.

- რა დაუჯდა "დინამოს" მისი შეძენა?
- სამი ათასი დოლარი.

- აქვს თუ არა მას "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შანსი?
- სხვანაირად ვერც იქნება. ამისთვის გადავიდა. "კოლხეთის" შემადგენლობაში კოვტალიუკმა თერთმეთი გოლი გაიტანა. თანაც, იმ გუნდში თამაშობდა, რომელშიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის. იმედია, "დინამოში" როგორც მინიმუმ იმ შედეგის განმეორებას შეძლებს, რომელიც "კოლხეთში" ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
დინამომ კოლხეთიდან კი არ გამოისყიდა, უკრაინის 1 ლიგის გუნდიდან საიდანაც იყო კოლხეთში განათხოვრებული
buzala
11:06 23-07-2017
0
ანუ ნეიმარის ტრანსფერის ფასად, 75000 კოვტალიუკს იყიდი
0

სიახლეები პოპულარული