ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა

AutoSharing Option
დღეს, 22 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ჩემპიონატის აუტსაიდერი, ქობულეთის "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 4:1 მოუგო.

ანგარიში ამ შეხვედრაში მასპინძლებმა გახსნეს - 32-ე წუთზე კარში ნიკოლოზ საბანაძემ დაარტყა, რომლის დარტყმულიც "შუქურას" მეკარე გიორგი სომხიშვილმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე პირველი დავით ჯიქია იყო. ერთ წუთში კურიოზული გოლი გავიდა: გელა გოგიტიძე ბურთს მეკარე სომხიშვილს უბრუნებდა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი ვერ გაიჩერა - 2:0. ტაიმი ასეც მორჩა.

50-ე წუთზე სამტრედიელთა ახალწვეულმა ანტე გიმ გაიტანა, რომლისთვისაც
ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი იყო. ანტე გიმ მე-80 წუთზე დუბლიც გაიფორმა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა, თუმცა მანამდე, 63-ე წუთზე "შუქურამ" ერთი გოლი გაქვითა - თავი შერმადინ ართმელაძემ გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით "სამტრედიას" 36 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, "შუქურა" კი 7 ქულით ბოლო, მეათეა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ იყო მოსაწყენი თამაში.ფეხბურთელებს არ ეძინათ, ცდილობდნენ თამაშს, მაგრამ კლასი არის ორივე კლუბის საშინელი და გულსატკენი.უბრალოდ ამ ბიჭებს მაგ პირობებში და ამ რეალობაში მეტი არ შეუძლიათ და ვერც მოსთხოვთ.
მაღალანაზღაურებადი სამოყვარულო ფეხბურთი პროფესიონალურის მცირე ელემენტებით.
Jango
23:07 22-07-2017
0
შიდა საქმეებში ბადალი არ გვყვას საგარეო საქმეში იკითხეთ თორემ...
smrzy
23:01 22-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული