კოლხეთი-ბაია 0:0
კოლხეთი ბაია
4-4-1-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი სომხიშვილი
გ. კილასონია რიგვავა
ლომაშვილი ნ. შონია
ინწკირველი მგელაძე
მეგრელიშვილი აკობია
შავგულიძე ტყემალაძე
გოგონაია გუგუჩია
ცხადაია სიხარულია
გვალია წურწუმია
მდივნიშვილი ეხვაია
ციცხვაია ქვარცხავა
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე ე. ქომეთიანი
კოლხეთი
60. შავგულიძე - პ. დათუნაიშვილი
77. ცხადაია - ქებაძე
85. მდივნიშვილი - წიქარიშვილი
სათადარიგოები: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ლემონჯავა, გულუა
ბაია
69. წურწუმია - სამუშია
85. სიხარულია - კუკავა
87. გუგუჩია - ენდელაძე
სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, ვეკუა, ფარჯიკია
გაფრთხილება: გოგონაია (25), გუგუჩია (25), მეგრელიშვილი (82), ინწკირველი (86).
არბიტრი: გ. დოგრაშვილი (ქუთაისი)
ლანჩხუთმა ამ სეზონში
სამაგიეროდ, ზუგდიდელთათვის პოტენციურ კონკურენტთან "გასვლაზე" აღებული ქულა დამაკმაყოფილი შედეგი უნდა იყოს. "ბაიამ" ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზედა 8 გუნდში მოსახვედრად, სადაც თითქმის განაღდებული აქვს ადგილი მის თანაკუთხელ "მერანს". ფოთელებს კი ამის გაკეთება გაუჭირდებათ - ამ სეზონში მათი ორივე თანაკუთხელი უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და ქულებსაც უფრო იოლად უყრიან თავს.
მართალია, სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში გუნდებმა ფიცხლად იბრძოლეს - მათ მონდომება არ დაუკლიათ, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა ნამდვილად არ იყო სასურველი დონის - ამაში "წვლილი" მინდვრის საფარმაც შეიტანა.
"მასპინძლების" მცირეოდენი უპირატესობა, მათ მიერვე შექმნილი ორიოდე სახიფათო მომენტი და კოლხთა მცველის მიერ ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი - ეს "ყველაფერი" პირველმა ტაიმმა "დაიტია".
არც მეორე ნახევარი იყო საგოლე მომენტებით დატვირთული - "კოლხეთი" უფრო ცდილობდა გატანას, მაგრამ სტუმრებს აქცენტი დაცვაზე ჰქონდათ გადატანილი და ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდათ. მათ მხოლოდ ორჯერ "გაეპარნენ" კოლხები, თუმცა ფოთელმა ფორვარდებმა ხელსაყრელი მომენტები ქარს გაატანეს.
რა თქმა უნდა, "ბაიაც" "იჩხვლიტებოდა" კონტრშეტევებით, რომელთაგან გამორჩეული ბოლო წუთებში იყო - კოლხთა ბედად ლექსო ინწკირველმა მეტოქის შეჩერება მაშინ მოახერხა, როცა ფორვარდის დაცემა უკანასკნელი იმედის ჯარიმად არ შეფასდებოდა და მიღებული ყვითელი ბარათით გუნდს ქულა გადაურჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"