აჭარლები საკუთარ კედლებში სტარტს მოუგებელი სერიით ხვდებიან, რადგან მათთვის იღბლიანი არც "ფაზისი" გამოდგა და შარშანდელ ჩემპიონ "ზესტაფონთან" წინა ტურში გასვლაზე ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ, ვიცე-ჩემპიონ "მეტალურგთან" "სახლში" ვერაფერი გააწყვეს და მესამე მარცხი იწვნიეს.
თავის მრივ, რუსთაველებმა წინა ტურში საკუთარ კედლებში "ტორპედოსთან" განცდილი ფიასკოს (0:4) შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინეს და უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება დამსახურებულად შეძლეს.
არადა, მატჩის პირველივე წუთზე ბათუმელთა
მოულოდნელად, საწყის წამებზევე "ჩავარდა" სტუმართა დაცვა, კოტდივუარელი პირიპირ შეეყარა მასავით ლეგიონერს ივან ჰოსმანს, თითქოს ჩინებულადაც დაარტყა, მაგრამ "მეტალურგს" მშველელად ხარიხა მოევლინა.
მე-9 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილს დარტყმა დაუგვიანდა, ხოლო გიორგი თექთურმანიძეს ბათუმელთა დებიუტანტმა ლეგიონერმა მეკარემ, ივან პიტსანმა არ გაატანინა.
რამდენიმე წუთში უკვე ჰოსმანმა მოიგერია ნიკა დიასამიძის სახიფათოდ დარტყმული, ხოლო მე-17 წუთზე "დინამო" გოლს გადაურჩა - ჯერ ტატანაშვილმა იბრძოლა, შემდეგ გიორგი ქავთარაძე არტყამდა, აჭრილი ბურთი თექთურმანიძეს მიუვიდა და მისი დარტყმის შემდეგ უშანსოდ დარჩენილი პიტსანი ძელმა გადაარჩინა.
აქედან 5 წუთში ანგარიშიც გაიხსნა - მარცხნიდან კუთხურთან ახლოს მოპოვებული საჯარიმო ირაკლი მაისურაძემ კარისკენ გაგზავნა, სადაც ყველას გიორგი მიქაბერიძემ დაასწრო და თავური დარტყმით ბათუმელთა კიპერს შანსი არ დაუტოვა, 1:0.
ამის შემდეგაც რუსთაველები დომინირებდნენ, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდს, როცა პიტსანი გამოსვლაზე შეცდა და ქვემოქართლელებმა ამით ვერ იხეირეს.
მეორე ტაიმი ბათუმელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს - 55-ე წუთზე, სტუმრებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს, ანზორ სუხიაშვილმა კი ტატანაშვილს საგოლედ უპასა - 2:0.
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად აჭარლებს ფარხმალი არ დაუყრიათ და 74-ე წუთზე ისევ უიღბლობა რომ არა, მატჩის გადარჩენაზე იფიქრებდნენ - პიტსანმა აბისსანს ხელით გადააწოდა, კოტდივუარელი მეტოქის კარისკენ კარგად გაიჭრა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა ჰოსმანს აუღებელი კი დაურტყა, მაგრამ რუსთაველები ძელმა გადაარჩინა.
ამის შემდეგ ბათუმელებს ანგარიშის სხვაობის შემცირება მაინც შეეძლოთ, მაგრამ შეცვლაზე შესულ მიხეილ ჯორბენაძეს პირველად დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაუმართლა, ხოლო მსაჯის დამატებულ წუთებზე ჰოსმანმა არ გაატანინა. ამ ეპიზოდებს შორის კი ისევ აბისსანი ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ მოიგერია, იქვე ლეგიონერს დამატებაც შეეძლო, მაგრამ მოედანზე დაეცა - მსაჯმა მიიჩინია, რომ წესები კოტდივუარელმა დაარღვია.
ერთ ეპიზოდში დროის გაყვანის მიზნით რუსთაველთა მეკარე საჯარიმოში დემონსტრაციულად დაწვა, თუმცა მალევე წამოდგა, ამ დროს "მასპინძელთა" თავკაცს ნერვებმა უმტყუნა - გია გურულმა ყოველივე აგდებად შეაფასა და ჰოსმანის მისმართით არცთუ სასიამოვნო ფრაზები გამოიყენა, რასაც სათადარიგო სკამებს შორის ჩოჩქოლი და "სიტყვებით ხმალაობა" მოჰყვა, თუმცა არსენ ნონიკაშვილს ამისთვის რატომღაც ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ვითარება იმდენად გამწვავდა, ჩარევა და მათი დაშოშმინება მაინც მოუხდა.
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. V ტური
14.09.2012. ფოთი. ფაზისი. 100 მაყურებელი
დინამო (ბთ)-მეტალურგი 0:2
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (22. მაისურაძის პასით), 0:2 ტატანაშვილი (55. სუხიაშვილის პასით)
დინამო მეტალურგი
4-2-3-1 4-1-3-1-1
პიტსანი ჰოსმანი
ფარტენაძე ჯაფარიძე
ხუხია გავაშელიშვილი
ზ. ლობჟანიძე მახვილაძე
ქორიძე სუხიაშვილი
ცანავა დობროვოლსკი
გოგიტიძე თექთურმანიძე
ტიმჩიშინი ქავთარაძე
სიჭინავა ი. მაისურაძე
დიასამიძე გ. მიქაბერიძე
აბისსანი ტატანაშვილი
მწვრთნელები:
გ. გურული კ. ჟორჟიკაშვილი
დინამო
46. ცანავა-ჯორბენაძე
65. დიასამიძე-ბერიძე
74. სიჭინავა-თევდორაძე
სათადარიგოები: შენგელია, ა. მუჯირი, ბალაძე, ბაჯელიძე.
მეტალურგი
71. დობროვოლსკი-განუგრავა
78. თექთურმანიძე-გეწაძე
82. მიქაბერიძე-სიხარულიძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ზ. ლობჟანიძე, გურეშიძე, დ. ჯანელიძე
გაფრთხილება: ფარტენაძე (17), ცანავა (30), თექთურმანიძე (47), აბისსანი (63).
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი (თბილისი)