"დინამო" კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს, მისი ჩეხი თავკაცი დუშან უჰრინი კი "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
"დინამოს" პრესსამსახურის დახმარებით, დუშან უჰრინს 7 ნოემბერს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- როგორია ქუთაისური მატჩის თქვენეული შეფასება?
- ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა. მოედანზე ღირსეული მეტოქეების დაპირისპირება შედგა, რომელშიც, ვფიქრობ, უკეთ ვითამაშეთ და მეტოქეზე ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით.
ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოდა. გამარჯვების გოლის გატანა ბოლო წუთზეც შეგვეძლო, თუმცა
- უხეში შეცდომა დაუშვა ახლად გამოჯანმრთელებულმა გიორგი ლორიამ, რაც "დინამოს" გოლად დაუჯდა...
- მართალია, ლორია შეცდა, მაგრამ ეს თამაშია და ამისგან არავინ არის დაზღვეული. ვიმედოვნებ, მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდება.
შეცდომით დიდი მეკარეებიც ცდებოდნენ და ცდებიან. დარწმუნებული ვარ, ტრავმის შემდეგ გიორგი მალე აღიდგენს ფორმას. მე მას სრულად ვენდობი.
- ტურის სიმბოლური ნაკრების მწვრთნელობას თუ აქცევთ რაიმე ყურადღებას?
- ცხადია, სასიამოვნოა, როდესაც გამოგარჩევენ. ისე კი, გუნდი თამაშობს და არა მწვრთნელი. "დინამოს" ნებისმიერი წარმატება ეკუთვნის ყველას, ვინც აქ მუშაობს.
- რას გვეტყვით მოახლოებულ მატჩებზე?
- გვინდა, ყველა თამაში მოვიგოთ. ჩვენ პირველები უნდა ვიყოთ. ბათუმის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთის" ბარიერები აუცილებლად უნდა გადავლახოთ, ყველაზე რთული და დიდი თამაში კი გორის "დილასთან" გველის.
მასპინძლები ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
ტურის მწვრთნელი დუშან უჰრინი: ჩვენთვის ქუთაისური შედეგი მისაღებია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ტორპედო-დინამო 2:2 - შესანიშნავი "ქართული კლასიკო" [VIDEO]