წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო

AutoSharing Option
ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება თბილისის "დინამოს" შესაძლო ახალწვეულებსა და გუნდიდან წამსვლელებზე.

ჯერ ქართველებზე ვთქვათ: ერთ-ერთი ვერსიით, კლუბს რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელის, დიმიტრი ტატანაშვილის, აგრეთვე, გორის "დილას" ფეხბურთელების - ზურაბ არზიანისა და დავით კვირკველიას დაბრუნება სურს.

ამავე დროს, ამტკიცებდნენ, რომ "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარე გიორგი ლორიას ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" იწვევენო.

მათ გარდა, უცხოელებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს "დინამო" ლორიას სავარაუდო შემცვლელად 27 წლის ბელგიელ გლენ ვერბაუდს განიხილავს, რომელიც ბოლოს "ვესტერლოში" გამოდიოდა; იმატებენ 29 წლის სლოვაკ შემტევ ნახევარმცველს,
პეტერ გრაიციარს
, რომელიც პრაღის "სპარტას" ღირსებას იცავდა;

თითქოს გადაწყვეტილია 24 წლის გამბიელი ფორვარდის, ოუსმან ჯალუს გადმოსვლაც, რომელიც ბოლოს თურქეთის პირველი ლიგის "ჩეიქურ რიზესპორში" გამოდიოდა.

მოკლედ, "დინამოში" საკადრო რევოლუცია მოეწყო, რაზეც კომენტარისთვის თბილისური კლუბის წარმომადგენელს დავუკავშირდით, თუმცა მან გვითხრა, ახლა იმდენი ჭორ-მართალი ვრცელდება, ყველაფერზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთო.

ცხადია, ეს გვარები შემთხვევით არ დასახელებულა, საფუძველი არსებობს, მაგრამ სხვა საკითხია, დასახელებული მოთამაშეები კლუბში მართლა ჩაირიცხებიან თუ მხოლოდ მენეჯერთა შეთავაზებებია.

თუმცა ერთი ის ვიცით, რომ ზურაბ არზიანი გავრცელებული ხმებით გაოცებულია და მას კატეგორიულად უარყოფს. ის გორის "დილაშია" და ჯერჯერობით სეზონისთვის ამ კლუბში მოემზადება.

მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ "დინამომ" დაიმატა გიორგი შაშიაშვილი (გორის "დილა"), ლაშა შინდაგორიძე ("ზესტაფონი") და ნიკა დიასამიძე (ბათუმის "დინამო"), ხოლო კლუბი ალბერტ იაგუემ და გოგიტა გოგუამ დატოვეს.

გიორგი ლორიამ კი სამედიცინო შემოწმება "დინამოში" გაიარა და ჯერჯერობით თბილისურ კლუბში ვარჯიშობს. თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კარიერას მართლაც რომელიმე ძლიერ ლიგაში გააგრძელებს.

მარტო ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრამ საქართველოს ნაკრების მეკარის იმიჯი ისე გაზარდა, წარმოუდგენელიც იქნება და გაუმართლებელიც, კვლავ საქართველოში რომ ითამაშოს - მას ბევრად უკეთესი სარბიელი შეეფერება.

თბილისში ლეგიონერები ჯერ არ ჩამოსულან, მაგრამ მათ შვებულება მალე დაუსრულდებათ და "დინამოს" უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან.

სეზონის განახლებამდე კი თვენახევარი არის დარჩენილი და "დინამოში" ცვლილებები გამორიცხული ნამდვილად არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
დუშან უჰრინი: ვიმედოვნებ, გიორგი ლორია მსგავს შეცდომებს აღარ გაიმეორებს
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა სკა ენერგია? :D გიჯი კი არ არის :D ალბათ ბევრს იცინებს ამ წინადადაბაზე :D
giorgi
11:52 16-01-2013
0
ქარტველი ჟურნალისტები არინა ფინთი გოიმებივით - "ლორიას ესპანეთში იწვევენო" ორი კვირა სტატიები არ ცხრებოდა, და ახლა "სკა"-სჰი მიდისო. ასე დიდ მანძილით დაშორება რეალობასთან - მხოლოთ ქარტველების "ნიჟი" თუ შეძლებს.
0

სიახლეები პოპულარული