რომან ფიფია: ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები - შესანიშნავი იქნებოდა

AutoSharing Option
11 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" მოლდოვის "ტირასპოლს" დაუპირისპირდა და ფრეს (2:2) დასჯერდა.

შეხვედრას თბილისური კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ესწრებოდა, რომელმაც გუნდის მზადებასთან დაკავშირებით კომენტარი "დინამოს" ოფიციალურ საიტთან გააკეთა.

"მთავარია, ყველა ძალიან მონდომებულია, რომ სეზონის განახლებას "დინამო" სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და საამისოდ გუნდს ყველა პირობა აქვს.

"ტირასპოლის" სახით საინტერესო მეტოქე გვყავდა. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, დნესტრისპირეთის გუნდები მოლდოვის ჩემპიონატში მონაწილეობენ
და მოწინავე პოზიციებზეც იმყოფებიან.

მისაბაძი მაგალითია. ფეხბურთს საზღვრები არა აქვს. ფეხბურთს საზღვრების გახსნა შეუძლია.

ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან თანაარსებობის გარეშე მომავალი, ალბათ, ვერ წარმოგვიდგენია. ჩვენ ხომ საერთო წარსული და საერთო მომავალი გვაქვს.

აფხაზეთისა
და ცხინვალის გუნდები საქართველოს ჩემპიონატში - შესანიშნავი იქნებოდა, აფხაზი და ოსი ფეხბურთელები ხომ ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში".

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" მოლდოვურ "ტირასპოლთან" ფრეს დასჯერდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამან სუ გაუბერა, 5 წელია დინამოშია, გუნდი ცხვრის ფარას გავს, შენს საქმეს მიხედე ან დაახვიე
0
თუ ღმერთმა ქნა და ოდესმე იქ დავბრუნდით არც ერთი ოსის და აფხაზის (და ზოგიერთი ურჯულო ერის კიდევ) ხსენება არ უნდა იყოს იმ ტერიტორიაზე. გადასახლდენ რუსეთში და უნდათ ფეხბურთი ითამაშონ და უნდათ თავში ქვა იხალონ. საქართველო ქართველებისაა და კიდევ იმ არაქართველებისაცაა რომელთაც საქარტველო სამშობლოსავით უყვართ.
david77
21:46 13-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული