საბიუჯეტო კლუბები დაირაზმნენ: სოლიდარობა გორის "დილას"!

AutoSharing Option
გორის "დილას" ამბავს შეგახსენებთ: კლუბის მოღონიერება წინა სეზონში ყოფილი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. კლუბის წინსვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "დილას" დაფინანსება ერთბაშად არ შეუწყდა, თუმცა გუნდი მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ და კიდევ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვეს.

კლუბში აღარ ჩანდა "დილას" განვითარების პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მამუკა ჯუღელიც.

"დილას" ფინანსური სირთულეები შეექმნა და პრობლემა ისე გამწვავდა, რომ კლუბის გამოცდილი ფეხბურთელები სათამაშოდ აღარ გადიან.

ამოტივტივდა გლობალური საკითხიც - რა ბედი ელით "დილას" და დანარჩენ საბიუჯეტო კლუბებს?

გორში სპორტის
მინისტრი ლევან ყიფიანიც ჩავიდა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც. ისინი ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

შედეგი ასეთია: "დილას" მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და პერსონალის დავალიანება დაიფარება და გამოიყოფა თანხები იმისთვისაც, რომ კლუბმა მომდევნო სეზონშიც იარსებოს.

ყოველივე ეს ჯერ დაპირებაა და მასში განსაზღვრულია ის ვადებიც, თუ როდის უნდა მოხდეს დანაპირების ასრულება.

ამბავი ამით არ მთავრდება - 14 მაისს, 12 საათზე სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბების წარმომადგენლები ფეხბურთის ფედერაციაში მივლენ და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეხვდებიან.

ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ე. წ. საბიუჯეტო კლუბებმა კონსოლიდაცია მოახერხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" არავინ მიატოვებს!
პროტესტის 5 წუთი - გორის "დილა" კლუბებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს
არ დაგვიშალოთ კლუბი! - გორელი ქომაგი "დილას" დასაცავად
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რას ნიშნავს ანუ დაფინასდება დილა გორი ?
fc dila
15:04 14-05-2013
0

სიახლეები პოპულარული