გიორგი დათუნაიშვილი: საქართველოში ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო", სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რამდენიმე ფეხბურთელსაც დაემშვიდობა, მათ შორის, გიორგი დათუნაიშვილს.

დათუნაიშვილი ქუთაისურ გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებიდან მოჰყვებოდა. სულ გამოცდილმა ნახევარმცველმა "ტორპედოში" 105 ოფიციალური მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა.

მომხდარით გულდაწყვეტილია დათუნაიშვილი:

"ჩემთვის მოულოდნელი იყო არა მხოლოდ გაშვება, არამედ გუნდში დატრიალებული მოვლენები.

გეგუჩაძის გაშვება იყო პირველი შოკი. ასეთ მწვრთნელს ნებისმიერი ქართული გუნდი ინატრებდა. მერე დაიწყო გაახალგაზრდავება, რასაც კლუბი თავისებურად ხსნის.

გაამართლებს თუ არა ეს საკადრო პოლიტიკა, მომავალი გვაჩვენებს. მე კი "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები.

ისე, საქართველოში ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია. ჩემს
მომავალს რაც შეეხება, ჯერ მიწვევა არ მაქვს და ვარიანტებს ველოდები".

ასევე ხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" გიორგი დათუნაიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს დაემშვიდობა
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
"ტორპედოს" მინუსები და შესაძლო პლუსები - ხიდეშელი, აბურჯანია და თომაშვილი ქუთაისში?
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთი პროექტი ჩავარდა. მალე ქუთაისი უფეხბურთოდ დარჩება.
saqo
13:40 31-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული