დათუნაიშვილი ქუთაისურ გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებიდან მოჰყვებოდა. სულ გამოცდილმა ნახევარმცველმა "ტორპედოში" 105 ოფიციალური მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა.
მომხდარით გულდაწყვეტილია დათუნაიშვილი:
"ჩემთვის მოულოდნელი იყო არა მხოლოდ გაშვება, არამედ გუნდში დატრიალებული მოვლენები.
გეგუჩაძის გაშვება იყო პირველი შოკი. ასეთ მწვრთნელს ნებისმიერი ქართული გუნდი ინატრებდა. მერე დაიწყო გაახალგაზრდავება, რასაც კლუბი თავისებურად ხსნის.
გაამართლებს თუ არა ეს საკადრო პოლიტიკა, მომავალი გვაჩვენებს. მე კი "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები.
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" გიორგი დათუნაიშვილსა და გიორგი ბერიაშვილს დაემშვიდობა
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
"ტორპედოს" მინუსები და შესაძლო პლუსები - ხიდეშელი, აბურჯანია და თომაშვილი ქუთაისში?