ქუთაისის "ტორპედოს" ორი ახალწვეული ჰყავს

AutoSharing Option
გიორგი ხიდეშელი და რევაზ ბარაბაძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისური კლუბის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაიდო.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ტანმაღალი ფორვარდი რევაზ ბარაბაძე რუსთავის "მეტალურგში" ირიცხებოდა, ხოლო გიორგი ხიდეშელი - "ზესტაფონში".

აქვე გეტყვით, ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და ესპანელი მთავარი მწვრთნელი მოიწვია.

"ტორპედოს" ამიერიდან ჟერარდ სარაგოსა მულეტი და ალბერტო ბეროკალ კორეა გაწვრთნიან, რომლებმაც გასული სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" გაატარეს.

"ტორპედო" აქცენტს იმ ფეხბურთელებზე გააკეთებს, რომლებმაც შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწიეს. ფეხბურთელთა უმეტესობას
იმერული კლუბი "ლოკომოტივიდან" დაიმატებს. კონტრაქტები ასევე გაუფორმდებათ გორის "დილასა" და საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ფეისბუქის გვერდი ოფიციალური არაა, თუმცა ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული