სამზადისი. გორის "დილა": თუ პირობებზე შეთანხმდებიან

AutoSharing Option
21 ივნისს გორის "დილა" საკონტროლო მატჩს გამართავს. გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე პირველლიგელი "ზოოვეტი" იქნება. შეხვედრა გორში 18 საათზე დაიწყება.

ამ მატჩში, სავარაუდოდ, ყველა იმ ფეხბურთელს მოუწევს მოედანზე გასვლა, ვინც "დილაში" ახალი მისულია და ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

გაირკვა, რომ გუნდი შეკრებაზე თურქეთის ერთ-ერთ სამთო კურორტზე მოემზადება. იქ 30 ივნისს გაემგზავრება და შინ თორმეტ დღეში დაბრუნდება.

"დილა", ფეხბურთელების გარდა, მოლაპარაკებას აწარმოებს სავარაუდო ტექნიკურ სპონსორთან. თუ მხარეები პირობებზე შეთანხმდებიან, გუნდი გერმანული "სალერის" ეკიპირებით შეიმოსება.

ევროტურნირების კენჭისყრა 24 ივნისს ნიონში გაიმართება და გორელთა
წარმომადგენელი იქ კლუბის მენეჯერი გია ისიანი იქნება. "დილა" ევროპალიგაზე გამოსვლას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?
გორის "დი­ლა­ში" თეიმურაზ ღონ­ღა­ძე და კონსტანტინე გა­ბაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიცყო გორის გასაცოდავება, ნაიკის მერესალლერი კაი ნახტომია. ალბათ სალერი ფულს დაუბრინებს ნავაჭრიდან. წავიდა გათეთრება.
antigori
08:54 22-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული