გორის "დი­ლა­ში" თეიმურაზ ღონ­ღა­ძე და კონსტანტინე გა­ბაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ

AutoSharing Option
"ლე­ლო­ში" ვწერ­დით - გო­რის "დი­ლა" გი­ორ­გი ბე­რი­აშ­ვილ­სა და გრი­გოლ დო­ლი­ძეს იწ­ვევ­სო. ახა­ლი ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი ის არის, რომ ორი­ვე უკ­ვე "დი­ლა­ში" ვარ­ჯი­შობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 26 წლის თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ბე­რი­აშ­ვი­ლი და 30 წლის მარ­ჯ­ვე­ნაფ­ლან­გე­ლი დო­ლი­ძე წი­ნა სე­ზონ­ში ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" ღირ­სე­ბას იცავ­დ­ნენ. მათ "დი­ლას­თან" კონ­ტ­რაქ­ტი ჯერ არ გა­უ­ფორ­მე­ბი­ათ, თუმ­ცა საქ­მეს ისე­თი პი­რი უჩანს, რომ ორი­ვე ტრან­ს­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"დი­ლა­ში" ვარ­ჯი­შობს "ზეს­ტა­ფო­ნი­დან" წა­მო­სუ­ლი 28 წლის გა­ნა­პი­რა მცვე­ლი თე­ი­მუ­რაზ ღონ­ღა­ძეც. სის­წ­რა­ფე, ფლან­გ­ზე აგ­რე­სი­უ­ლად თა­მა­ში - ღონ­ღა­ძე ამით გახ­ლავთ გა­მორ­ჩე­უ­ლი. "ზეს­ტა­ფო­ნამ­დე" თა­მა­შობ­
და "დი­ნა­მო თბი­ლის­ში", რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გ­სა" და ზა­ქა­თა­ლის "სი­მურ­გ­ში".

გო­რე­ლე­ბის სატ­რან­ს­ფე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა ამით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. "დი­ლა­ში" მი­ვი­და 21 წლის თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე გა­ბაშ­ვი­ლიც, ვი­საც სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში უთა­მა­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა მის საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რას, ბო­ლოს მოლ­დო­ვუ­რი "ზიმ­ბ­რუს" ფეხ­ბურ­თე­ლი იყო.

ჯერ­ჯე­რო­ბით არც ღონ­ღა­ძეს და არც გა­ბაშ­ვილს "დი­ლას­თან" კონ­ტ­რაქ­ტი არ გა­უ­ფორ­მე­ბიათ, თუმ­ცა, რად­გან უკ­ვე ამ გუნ­დ­ში არი­ან, ეს იმას უნ­და ნიშ­ნავ­დეს, რომ "დი­ლას" თავ­კა­ცის - გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ.

ამა­სო­ბა­ში "დი­ლა" სა­კუ­თარ სტა­დი­ონ­საც აწეს­რი­გებს - იქ, სა­დაც ღორ­ღი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი იყო, ას­ფალტს აგებს და რო­გორც კლუბ­ში გვითხ­რეს, სტა­დი­ონ­ზე სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"დი­ლა", სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქეთ­ში გა­ივ­ლის შეკ­რე­ბას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ბერიაშვილი და გრიგოლ დოლიძე გორის "დილაში"?
როგორი იქნება "დილა"? ბრაზილიელები და გოგიტა გოგუა ხურდაზე არ ითამაშებენ
გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
გორის "დილადან" გოგიტა გოგუა და დავით კვირკველია მიდიან?
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული