გორის "დილა" სელექციას აგრძელებს - გუნდში მამუკა კობახიძეც მივიდა

AutoSharing Option
გორის "დილაში" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა: 20 წლის ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე.

კობახიძე "ზესტაფონში" თამაშით გაგვეცნო, 190 სანტიმეტრი სიმაღლის მცველი მყის მიიქცევდა ყურადღებას. ის პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და "ზესტაფონში" გატარებული ოთხი წლის შემდეგ, შარშან ვლადიკავკაზის "ალანიაში" მივიდა.

კობახიძეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გარდა, სხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, საერთაშორისო გამოცდილება საკლუბო ევროტურნირზეც აქვს მიღებული.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, კობახიძე "დილას" ფეხბურთელი გახდება. კლუბში გვითხრეს, რომ კობახიძესთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, ისევე, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილთან და ნაკრების ყოფილ
თავდამსხმელ რატი ალექსიძესთან.

"დილა" უახლოეს დღეებში აპირებს ახალწვეულებთან ხელშეკრულების ხელმოწერას და მათ წარდგენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი
ნუკრი რევიშვილი: სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს...
ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში"?
"კრასნოდარმა" ნუკრი რევიშვილს კონტრაქტი შეუწყვიტა
გორის "დი­ლა­ში" თეიმურაზ ღონ­ღა­ძე და კონსტანტინე გა­ბაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილაოოოოოოო ჰეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
bibo
12:41 26-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული