ლევან ფხაკაძე: "ტორპედოსა" და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა

AutoSharing Option
ნიონში გამართულ წილისყრაზე ქართული გუნდებიდან ყველაზე სოლიდური მეტოქე ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდა - 2010/11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე სლოვაკური "ჟილინა".

ცხადია, ჟილინელებს ახლა მაშინდელი დონის გუნდი აღარ ჰყავთ, მაგრამ "ტორპედოსთვის" მაინც რთული დასაძლევი მეტოქე ჩანს, მით უფრო, შემადგენლობის მეტისმეტი გაახალგაზრდავების ფონზე.

გუნდის პრეზიდენტი, კომპანია "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე კი დარწმუნებულია, რომ სლოვაკებს ბრძოლას გაუმართავენ:

"ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეობა და სლოვაკეთის 7-გზის ჩემპიონობა "ჟილინას" დონეზე მეტყველებს. მართლაც ძლიერი მეტოქე შეგვხვდა და ცხადია, გაგვიჭირდება, მაგრამ დიდი სურვილი
მაქვს, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ და ახალგაზრდა ბიჭებით ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბაროთ.

საერთოდ, ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ჩვენი არჩევანის სისწორეში დარწმუნებული ვარ - ქუთაისის "ტორპედოში" მომავლის გუნდს ვაშენებთ და ადრე თუ გვიან, ეს გზა შედეგებს მოგვიტანს.

ჩვენი გუნდისა და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სხვა არჩევანი არ გვქონდა".


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმაღლესი ლიგის კლუბებს გარკვევით უთხრა, რომ სახელმწიფოსგან 2 მილიონი ლარის მიღებას ტყუილად იმედოვნებენ (იხილეთ ვრცლად).

მას შემდეგ კლუბების თავკაცთა აქტიურობა აღარ შეინიშნება. ხომ არ შეჩერდა ეს პროცესი?

"აქტიურობა ნამდვილად არ შეგვიწყვეტია. ჩვენ ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, საბოლოოდ, სახელმწიფო რა პოზიციას დაიკავებს. ისიც კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება ყველა საჭირო გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვერ მიიღებს, ამას ხანგრძლივი ფიქრი სჭირდება.

თუმცა, იმედია, ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს მალე მიიღებენ.

2-3 გუნდის მყარი ფინანსური მდგომარეობა საინტერესო ჩემპიონატის წინაპირობად ვერ გამოდგება. საქართველოში მეტი გუნდი არც მოიძებნება, რომელიც მომდევნო ჩემპიონატში მონაწილეობის მყარ გარანტიას წარადგენს.

ადრე თუ გვიან, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სპონსორი მოვიზიდოთ. და თუ ეს მოხდა და ყველა კლუბს კერძო მეპატრონე ეყოლება, სულ სხვა ჩემპიონატს მივიღებთ.

ეს არის ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ერთადერთი სწორი გზა".


ლევან ფხაკაძე: ხელისუფლება გადაწყვეტილებას უცებ ვერ მიიღებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი ონიანსა და ვალერი ბოლქვაძეს ხელს არ ვკრავთ
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ სირცხვლილია თქვენი ამხელა კომპანიამ ერთ გუნდს ვერ მიხედეთ...ხუთი წელია გაკერიათ პირზე მომავლის გუნდს ვაშენებთო და რა ვერ ააშენეთ???მაგრამ რას უნდა ველოდოთ ფულის დახარჯვა თქვენ არ გინდათ მარტო ტორპედოს ლოგო აკარით ბეზინგასამართ სადგურებზე და ეგაა ბიზნესი წინ წავადა...სპონსორი არა ტოროლაა, სულ არ ყავს ტყიბულის მეშახტეს სპონსორი მარა ახლალგაზრდების მეტი რა ყავს გუნდში...რად უნდა მაგას სპონსორობა
Mikheil
22:56 28-06-2013
0
სვანსკი მაგი ხალხურია თუ ძმები გრიმების ზღაპრებიდანაა?? :):):)










Mikheil
22:46 28-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული