ზესტაფონელები სახელმწიფოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ყველა კლუბის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვდნენ.
"არ შეიძლება ერთი გუნდი სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდეს სოლიდურ თანხას, სახელმწიფო კი მის კონკურენტს ამავე ფულით აფინანსებდეს. თუკი გორის "დილას" ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი გამოეყო, სხვა კლუბებსაც უნდა გაეწიოს
"ზესტაფონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც ჩაერთო. მოლაპარაკებები გაიმართა კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან; პარალელურად "ზეტაფონის" გულშემატკივრები კლუბის გადარჩენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ, მაგრამ იმერული კლუბის მეპატრონე გადაწყვეტილებას არ ცვლიდა და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.
ამასობაში, "ზესტაფონს" ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს...
კლუბი ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. პრობლემის გადაწყვეტისა და "ზესტაფონის" გადარჩენის მიზნით, 1-ელ ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ქამუშაძემ და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ.
გამგებელთან და მაჟორიტართან აუდიენცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
"ზესტაფონის" პრეზიდენტმა სტუმრებს კლუბის გადარჩენაში დახმარება სთხოვა. კოკაიას თქმით, იგი მზად არის, კლუბის ინფრასტრუქტურა სამართავად გადასცეს ზესტაფონის გამგეობას. თუ ეს უკანასკნელი სტადიონსა და ბაზას მოუვლის, კოკაია ფინანსებს მთლიანად კლუბის განვითარებას მოახმარს და "ზესტაფონი" გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება.
შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებაში მონაწილეებმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილნი და პასუხს ელოდნენ. "ზესტაფონის" ფანებმა სასიამოვნო ამბავი თავად გუნდის პრეზიდენტისგან შეიტყვეს. კოკაიას თქმით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" კვლავ იასპარეზებს უმაღლეს ლიგაში და ეს ამბავი 2 ივლისს, სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე ოფიციალურად გაცხადდება.
მოგეხსენებათ, მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანხმობა 11 კლუბს უკვე ნათქვამი ჰქონდა, მხოლოდ "ზესტაფონი" რჩებოდა და მისი პრობლემაც მოგვარებულია. მთავრობა და კლუბი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ - ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ხოლო უშუალოდ საფეხბურთო საქმეებს კოკაია მიხედავს.
თუმცა, რადგანაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია, იანვრამდე მუნიციპალიტეტის დახმარება ვერ მოხერხდება. სამაგიეროდ, საკრებულომ კლუბის დავალიანება - 2 275 ლარი დაფარა და სტადიონსა და ბაზაზე შუქისა და წყლის პრობლემა მოგვარებულია.
"ექვსი თვის განმავლობაში შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ მიუდგება სახელმწიფო ჩვენს შეთავაზებას და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. ეს ექვსი თვე გარდამავალი პერიოდი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში გუნდს არ გავაძლიერებთ; პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა კოკაიამ.
ზვიად სიჭინავა:
"ილია კოკაია ზესტაფონის გამგეობისგან მილიონებს არ ითხოვს. მისი პირობაა - თუ რაიონი სტადიონსა და ინფრასტრუქტურას მიხედავს, თავად პრეზიდენტი ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს გააკეთებს.
იმედია, გამგეობა კლუბს გვერდით დაუდგება და "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: დიახ, "ზესტაფონთან" მართლაც ვთათბირობ
ილია კოკაია გია გეგუჩაძეს: დაბრუნდი "ზესტაფონში"!
"ზესტაფონი" მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარების მოლოდინში
"ზესტაფონის" ახალი თავისტკივილი - მის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება
ბოიკოტი არ იქნება - უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი და სისტემა უცვლელი რჩება
ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია
ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?
"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...