"ვიტ ჯორჯიამ" ტესტ-მატჩში აზერბაიჯანელები დაამარცხა

AutoSharing Option
25 ივლისს "ვიტ ჯორჯიამ" "მცხეთა პარკზე" აზერბაიჯანული "გაბალას" დუბლებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

პირველი გოლი ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა მე-12 წუთზე, ნიკა სიჭინავამ 21-ე წუთზე ანგარიში გაზარდა, გიორგი კორიფაძემ 53-ე წუთზე მესამედ დაამწუხრა აზერბაიჯანელები, წერტილი კი სიჭინავამ დასვა 59-ე წუთზე.

"ვიტ ჯორჯიამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: დაუშვილი (რეჭია 46) - მჭედლიშვილი (იაშვილი 72), ადამაძე (გეთიაშვილი 64), კასრაძე (ტეტუნაშვილი 64), ჯავაშვილი (ბუაჩიძე 75) - ღიბრაძე (ბუნტური 68), დავლაშელიძე (წყაროზია 46) - კორიფაძე (გაგნიძე 54), ჯანელიძე (კურდღელაშვილი 68), სიჭინავა (კვირკვია 61) - კუხალეიშვილი (ლობჯანიძე
46).

ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი "ვიტ ჯორჯია" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 27 ივლისს გამართავს საჩხერის "ჩიხურას" მეორე გუნდთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული