"მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყდა. შუმეიკოს ველაპარაკე და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ოთხშაბათს ჩამოფრინდება.
მის გაზრდასა და დაკვალიანებაში პატარა როლი არ მითამაშია, ნალჩიკის "სპარტაკში" რეკომენდაცია თავად გავუწიე და ახლოს ვიცნობ", - ამბობს ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელი რომან პოკორა.
31 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც უკრაინისა და რუსეთის პრემიერლიგის კლუბებში უთამაშია, ბოლოს კი მოსკოვის "ტორპედოს" კაპიტანი გახლდათ, წესით, ლანჩხუთელებს დიდი სამსახური უნდა გაუწიოს.
მაგრამ პოკორა ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ ფორმაშია შუმეიკო:
"მოსკოვის "ტორპედოდან"
ცუდი მოთამაშეები არ გვყავს, მაგრამ კიდევ 4-5-ის დამატება გვსურს. ჩვენი სურვილი იყო, ირაკლი მესხია აგვეყვანა, რომელიც ხარკოვის "მეტალისტის" დუბლებში იყო. ამ ბიჭს ვიცნობ და ძალიან მომწონს.
სიმართლე გითხრათ, არ მესმის, "მეტალისტში" რატომ არ ათამაშებდნენ, მას დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ უფრო დიდი მოულოდნელობა ის იყო, როცა გავიგე, რომ მესხია საქართველოში დაბრუნდა. იქნებ მოვახერხოთ და დავიმატოთ", - ამბობს პოკორა.
მაგრამ პოკორას სურვილს ახდენა არ უწერია. უკვე კვირაზე მეტია, ხარკოვის "მეტალისტისა" და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი მესხია "ზესტაფონში" ვარჯიშობს.
როგორც გავიგეთ, ზემოიმერული კლუბისა და მისი სამომავლო ურთიერთობის საკითხი გადაწყვეტილია. სავარაუდოდ, მესხია "ზესტაფონთან" კონტრატს 1+1 სისტემით გააფორმებს.
უკრაინული პასპორტის მქონე 20 წლის ფეხბურთელი კიევის "ობოლონსა" და ხარკოვის "მეტალისტის" დუბლშემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა. 2012 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ათამაშა, წელს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმაც მიიწვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"