ქუთაისის "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯია" გაანადგურა

AutoSharing Option
30 სექტემბერს ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის უკანასკნელი მატჩი გაიმართა - "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა.

27-ე წუთზე კუხიანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მერაბ გიგაურმა გოლად აქცია. პირველი ტაიმი ასევე დასრულდა.

აი, მეორე ტაიმში კი 4 გოლი ვიხილეთ - ჯერ სტუმრებმა გაათანაბრეს - 48-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გიორგი ჯანელიძემ გაიტანა.

53-ე წუთზე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ - გიგაურის კუთხურს თავურით თორნიკე კაპანაძე შეეგება.

კიდევ ორი გოლი "ვიტ ჯორჯიას" კარში გიორგი ფანცულაიამ (68) და მათე ცინცაძემ (74) გაიტანეს - 4:1.

"ტორპედო" 15 ქულით
მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება, რომელსაც ერთით მეტი ქულა აქვს.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ლიდერობა განიმტკიცა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ქუთათურებო ამ გამარჯვებას და ასეთ კარგ გუნდს რომელიც ეხლა ყალიბდება. ეს გუნდი ასე თუ გააგრძელებს ქართული ფეხბურთის დიდების დაბრუნების ფუძე იქნება. არ ვიცი რა სახელი დავარქვა ამ ახალგაზრდა მწვრთნელის მონდომებას რომელიც გუნდის სიხარულით ხარობს და რა თქმა უნდა თავის იმიჯსაც იმაღლებს. ვინ ურჩია თოფურიას ეს ეს მწვრთნელი არ ვიცი , მაგრამ თავადაც ხედავთ როგორი მშრომელი და მონდომებული ახალგაზრდაა. დღევანდელი ტორპედოსგან მარტო სიხარულს და მოგებას ითხოვს ხალხი უკვე.. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ ფეხბურთს ჩემო ერთგულო ქართველებო!!!
lelo
21:58 01-10-2013
0
გულზე ესობად ტორპედოს წარმატება მასე შორს ვერ წავალთ მსაჯებიც ცოდავენ მარტო დინამოს მხარეს არიან ჩაგრავენ გუნდებს სანამ სიჩინავა იკნება არაფერი გვეშველება
BONDO
11:05 01-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული